ტაბიძის თქმით, მრავალრიცხოვანი აქციების ჩატარება კორონავირუსის ერთ-ერთი მაპროვოცირებელია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მედიაცენტრი მთავარი
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე ამბობს, რომ მრავალრიცხოვანი აქციები კორონავირუსის პროვოცირებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
"მე პოლიტიკური განცხადებებისგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ არ ვარ პოლიტიკოსი, ვარ ექიმი, მაგრამ ხელი შეუწყო ყოველივე ამან. 10 ათასობით და 50 ათასობით ადამიანების შეკრება არის პროვოცირების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის", — აცხადებს ის.
ამასთან, ტაბიძის თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ მას შესაძლებელია "ნულოვანი ზღვარი" ეწოდოს. გარდა ამისა, ტაბიძის თქმით, მოსახლეობისთვის აცრის იძულება სამართლებრივად არასწორია, თუმცა, გარკვეული იძულებები საჭიროა, რათა ადამიანთა ჯანმრთელობა იყოს დაცული.
"საკოორდინაციო საბჭოს ნამდვილად შეუძლია მიიღოს მკაცრი გადაწყვეტილება, მაგრამ აქ არის იურიდიული ნაწილი, ჩვენ რომ ვაიძულოთ მოსახლეობა, ეს არაფრით არ შეიძლება. ეს იურიდიული მიმართულებით წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების დაცვასთან. მეორე ნაწილია, რომელსაც ჰქვია ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მოდი, აი, ეს უზენაესი რაც არის, დავიცვათ, გავატაროთ ისეთი ღონისძიებები, თუნდაც, რაღაცა იძულებები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს და ადამიანებს გადავარჩენთ. უნდა შედგეს რეალური სია და ჩამონათვალი იმ სპეციალობების, იმ სამსახურების და იმ ადამიანებისა, რომლებსაც უფრო მეტად, ხშირად უწევს სოციალური ურთიერთობები დიდ რაოდენობა ხალხთან, პირველ რიგში, ექიმები ვალდებულები არიან, რომ იყვნენ აცრილები", — ამბობს ის.
3 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 818, ხოლო გარდაიცვალა 49 ადამიანი.
NCDC-ის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა. ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 36,6%, სრულად კი აცრილია — 33,1%. დღიურად აიცრა 3 868 ადამიანი.
საქართველოში ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი.
ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებების ან საზღვარგარეთ წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, აცრას შეძლებენ 12-წლიდან ბავშვებიც.
უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. დეტალები ნახეთ აქ: ვინ მიიღებს, როდის და როგორ — რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე
ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები