2021 წლის ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციისთვის 3 დღე დარჩა
ფოტო: www.businessaward.ge
ბიზნესდაჯილდოება 2021-ზე კომპანიების რეგისტრაცია გადამწყვეტ ფაზაში შედის, ბიზნესებს დრო 15 ოქტომბრამდე აქვთ, რომ მათთვის სასურველ ნომინაციაში დარეგისტრირდნენ. ამ დროისათვის ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს კონკურში უკვე 230 კომპანია დარეგისტრირდა, რომელთაგან უმეტესობა — 115, საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნის მიმართულებით პირველობისთვის იბრძოლებს.
ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის ჟიური ისეთ კომპანიებს ელოდება, რომლებმაც 2021 წელს ახალი პროდუქტი გამოუშვეს, ან ახალი მომსახურება დანერგეს, რითაც მომხმარებლების რაოდენობა და გაყიდვები გაზარდეს. ნომინაციაში ისეთი კომპანიებიც განიხილებიან, რომლებმაც უკვე არსებული პროდუქტის ან მომსახურების რებრედინგისა თუ მარკეტიგული კამპანიის შედეგად, ცნობადობის, მომხმარებლის რაოდენობისა და გაყიდვების გაზრდა შეძლეს.
ფოტო: businessaward.ge
ამ ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიურის წევრები: Silk Road Group-ის ფინანსური დირექტორი მამუკა შურღაია; დიზაინერი, ბრენდისა და პროდუქტის სპეციალისტი ერეკლე ინაშვილი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე; GEC Consulting-ის პარტნიორი გიორგი სიმონგულაშვილი; SOCAR Georgia-ის დირექტორი ლევან გიორგაძე და აწარმოე საქართველოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი გამოავლენენ.
"ჩემთვის საინტერესო იქნება იმის გარკვევა, თუ რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს ესა თუ ის პროდუქტი თუ მომსახურება ბაზარზე, რამდენად ახლებურად დაგვანახებს მეწარმე პროდუქტს და ამა თუ იმ სერვისის მიღების საშუალებას, ზოგადად, რამდენად რელევანტურია შექმნილი პროდუქტი და რამდენად აქვს ამ ბიზნესს ზრდის პოტენციალი. ჩემთვის საინტერესო იქნება ის პროდუქტი, რომელიც ბაზარზე სიახლეს შემოიტანს და, ამავდროულად, განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივაც ექნება", — ამბობს ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ლევან გიორგაძე.
სხვა კრიტერიუმებს შორის, რომლითაც ჟიური იხელმძღვანელებს, იქნება: პროდუქტის ან მომსახურების აქტუალურობა, ღირებულების შექმნა, ზრდის პოტენციალი, ცნობადობა, ხარისხი და სანდოობა.
წელს ბიზნესდაჯილდოების ნომინაციებში ბევრი სიახლეა. მაგალითად, დაემატა ორი ახალი ნომინაცია საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის და რეგიონის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ნომინაციაში საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობა განაცხადის შეტანა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ 2021 წელს სხვა ბიზნესთან ითანამშრომლეთ, თუ გყავთ საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი, რომელთან ერთადაც ერთობლივი პროექტი განახორციელეთ და რომელიც უკეთესი ბიზნეს შედეგის მიღებაში დაგეხმარათ.საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობის შედეგები განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: გაყიდვების ზრდა, ცნობადობის ამაღლება, პროცესების გამარტივება, შესაძლო ფინანსური ან იმიჯური ზიანის თავიდან არიდება, ერთობლივი პროექტით ჯილდოს მოპოვება და სხვა.
ჟიურის წევრები ნომინანტებს ამ კრიტერიუმებითაც შეაფასებენ: პარტნიორი ბიზნესისთვის ღირებულების შექმნა; პროექტის გავლენა ბიზნეს შედეგებზე. ჟიურის წევრები არიან: Forbes საქართველოს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე; ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანა კვარაცხელია; EFSE, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ივანე ლექვთაძე და Marketer-ის დამფუძნებელი, სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი აკო ახალაია.
"ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ მივაღწევთ, ამიტომ საჭიროა კარგი პარტნიორის მოძებნა, შერჩევა და თანამშრომლობა. ჩვენ ისეთი ბიზნესების ისტორიებსა და მაგალითებს ვეძებთ, რომლებმაც ერთმანეთი გაზარდეს, ურთიერთობებით გაამდიდრეს, ცოდნა გაცვალეს და ერთად რაღაც ახალ მწვერვალზე ავიდნენ. თუნდაც ის, რომ ასეთი ნომინაცია არსებობს, ვფიქრობ, ბევრს დააფიქრებს და მომდევნო წლებში თანამშრომლობის უფრო მეტ მაგალითს ვიხილავთ", — ამბობს აკო ახალაია.
თუ ფიქრობთ რომ თქვენმა პროდუქტმა ან მომსახურებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს რომელიმე რეგიონის განვითარებაში, შექმენით განსხვავებული გარემო, განავითარეთ ტურიზმი, ხელი შეუწყვეთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ხელი შეუწყვეთ დაინტერესების გაზრდას თქვენი რეგიონის მიმართ ან განავითარეთ ინფრასტრუქტურა, მაშინ თქვენ რეგიონის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ. ნომინაცია სწორედ ასეთი ბიზნესების აღმოსაჩენად და დასაფასებლადაც შეიქმნა.
"ვფიქრობ, უნდა გამოვავლინოთ ისეთი ბიზნესი, რომელიც სხვებს მაგალითს აძლევს, აგრძელებს ტრადიციას, აცოცხლებს სოფელს და ა.შ. წასახალისებელია ისეთი ინიციატივებიც, რომლებიც რთულ პირობებში, მაგალითად მაღალმთიან რეგიონებში ხორციელდება, ან ბიზნესები, რომლებსაც მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები მართავენ", — ამბობს დავით წიკლაური, USAID/საქართველოს კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი და კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი.
დავით წიკლაურის გარდა ნომინაციას რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისთვის კიდევ ოთხი ჟიურის წევრი შეაფასებს. ესენი არიან: GEC JS-ის პარტნიორი ეკა ქათამაძე; UNDP-ის კოორდინატორი ეკონომიკური განვითარების საკითხებში გვანცა ირემაშვილი; Insource-ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე და Gateway&Partners Georgia-ის გენერალური დირექტორი გვანცა მელაძე.
ფოტო: businessaward.ge
ჟიურის წევრები შეფასებისას შემდეგ კრიტერიუმებს გამოიყენებენ:
- რეგიონის ცნობადობის ზრდა
- რეგიონისთვის ღირებულების შექმნა
- ბიზნესის ავთენტურობა რეგიონთან მიმართებაში
- გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც ბიზნესდაჯილდოება საზოგადოებას სთავაზობს, არის ორი ნომინაციის გაერთიანება, რაც სტარტაპის და ინოვაციური პროდუქტის შემთხვევაში მოხდა. წელს დაჯილდოება ინოვაციური სტარტაპის შემქმნელებს ეძებს. ბიზნესდაჯილდოება ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ბიზნესებს წაახალისებს, რაც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
"შეფასების კრიტერიუმი, პირველ რიგში, იქნება ის, თუ რამდენად იყენებს კომპანია ციფრულ ტექნოლოგიებს. მეორე რიგში — ინოვაციური, ანუ არასტანდარტული მიდგომა, ანუ როგორ იყენებს კომპანია უკვე არსებულ ტექნოლოგიებს, როგორ შეუძლია დაინახოს ის, რასაც სხვა ვერ ხედავს და ეს ხედვა ახალი პროდუქტების შექმნის პროცესში გამოიყენოს", — ამბობს UniLab-ის დირექტორი სანდრო ასათიანი, რომელიც ჟიურის ერთ-ერთი წევრია.
შეფასების კრიტერიუმებია პროდუქტის ინოვაციურობა, ზრდის და მასშტაბირების პოტენციალი, ბიზნეს მოდელი, ღირებულების შექმნა და ინოვაციის ათვისების სიმარტივე მომხმარებლისთვის. ამ კრიტერიუმების მიხედვით სტარტაპებს შეაფასებენ Apple-ის ტექნოლოგიური ლიდერი მიხეილ წიკლაური; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე; Amazon-ის რევერსული ლოჯისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელი პავლე მგელაძე, ტექნოლოგიური ანტრეპრენერი დავით ჩეჩელაშვილი და VISA-ის კავკასიის რეგიონული მენეჯერი დიანა კიღურაძე.
თანამედროვე სამყაროში ბიზნესს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია იმ საზოგადოების და გარემოს მიმართ, რომელშიც საქმიანობს. ამიტომ, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. თუ გაქვთ ისეთი ბიზნესი, რომელიც გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, ზრუნავს გარემოზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, შეგიძლიათ ბიზნესდაჯილდოებაში მიიღოთ მონაწილეობა და ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის იბრძოლოთ ჯილდოსთვის.
ფოტო: businessaward.ge
ამ ნომინაციის მონაწილე კომპანიებს შეაფასებენ CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია; Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლები ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანია; ლივინგსტონის თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე და Nexia TA-ის მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი.
ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები თიბისისგან სპეციალურ ჯილდოს მიიღებენ იმის მიხედვით, თუ რა სჭირდებათ მათ განვითარების ამ ეტაპზე: ახალი ვებგვერდი, ბრენდინგი თუ საკომუნიკაციო მხარდაჭერა.
რეგისტრაციის დასრულებამდე 3 დღე რჩება. თუ ჯერ კიდევ არ ხართ ნომინანტი, შეგიძლიათ ამ ვებგვერდზე დარეგისტრირდეთ.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები