მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება უმძიმეს დანაშაულს ჩადიოდა — რელიგიათა საბჭო ჩანაწერებზე
სახალხო დამცველთან არსებული ტეოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უკიდურეს პროტესტს გამოხატავენ. მათი განცხადებით, გავრცელებული მასალები შეიძლება მეტყველებდეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულს ადამიანის, საკუთარი მოქალაქეების, ყველა რელიგიური გაერთიანების, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული და სეკულარული წყობის წინააღმდეგ.
"ამავდროულად, გავრცელებული მასალების მიხედვით, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და რელიგიის თავისუფლების დამცველების წინააღმდეგ შემუშავებული იყო მათი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების მადისკრედიტირებელი საგანგებო ღონისძიებები.
თავისი შინაარსით უპრეცედენტო და ყოვლისმომცველი ხასიათის ეს უმძიმესი მოვლენა, აგრეთვე გვეუბნება იმის შესახებ, რომ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები და უფლებადამცველები, ყველა ადამიანი, რომელიც უკანონო თვალთვალისა და მოსმენის მსხვერპლი გახდა, თავს საქართველოში ვეღარ იგრძნობს დაცულად და უსაფრთხოდ", — ნათქვამია განცხადებაში.
რელიგიათა საბჭოს წევრების თქმით, მსჯელობენ სამართლებრივ გზებზე, საერთაშორისო მექანიზმებზე, რომელთაც შეიძლება მათი უფლებებისა და თავისუფლების, მათი უსაფრთხოების დასაცავად მიმართონ.
"ასევე, გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, შეიზღუდოს წვდომა გავრცელებული ფაილების შინაარსზე და სრულად უზრუნველყონ ნებისმიერი პირადი ხასიათის ინფორმაციის დახურვა.
ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ და ვაპროტესტებთ სახელმწიფოს მიერ ადამიანის, უდანაშაულო და კანონმორჩილი მოქალაქეებისა და რელიგიური გაერთიანებების წინააღმდეგ ჩადენილ ტოტალური ხასიათის ბოროტებას!", — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
- სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი;
- ქართველ მუსლიმთა კავშირი;
- სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო;
- ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია;
- ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია;
- სახარების რწმენის ეკლესია;
- ხსნის არმია;
- ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა;
- საქართველოს ევანგელისტური ეკლესია;
- დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია;
- აჰმადია მუსლიმები გაერთიანება;
- მეოგბართა საზოგადოება — კვაკერები;
- სვედენბორგის რელიგიური საზოგადება;
- ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.
დოკუმენტებში არის ინფორმაცია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების შესახებაც. მაგალითად, მითითებულია, რომ ელჩის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი და კონკრეტული შეხვედრის მონაწილეების შესახებ ინფორმაცია დააზუსტა.
მსგავსი ინფორმაციები გვხვდება გერმანიის, საფრანგეთის, ისრაელის და სხვა საელჩოების შემთხვევაშიც.
გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე:
- პედოფილია, პირადი ცხოვრების დეტალები და კავშირები რუსეთთან — რა წერია გავრცელებულ ფაილებში, ნაწილი I
- მიყურადება ელჩებზე, აქტივისტებზე, NGO-ებზე, სასულიერო პირებზე და პატრიარქის არჩევნების მოლოდინი — რა წერია ფაილებში, ნაწილი II
- პრეზიდენტი აპირებდა თავისი გამოსვლის ტექსტი პატრიარქისთვის შესასწორებლად გადაეგზავნა — გავრცელებული ჩანაწერები
- როგორ დაგეგმეს პატრიარქმა და მმკ-მ "ოჯახის სიწმინდის დღის" შექმნა — მასალები ჩანაწერებიდან
- გავრცელებული ფაილების მიხედვით, კალაძე მორგოშიას ორგანიზაციას ფინანსურ დახმარებას უწევს
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები