რა ბედი ეწია ქუთაისში პროექტებს, რომელთა შესრულების პირობა წლების წინ გასცეს — TI-ის ანგარიში
ფოტო: საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველო
საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველო (TI) ქუთაისში იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებსაც მმართველი გუნდი აანონსებდა, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.
TI-ის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტების შესახებ პოლიტიკოსები დაპირებებს გასცემდნენ, ძირითად შემთხვევაში ტენდერებსა და საჯარო პრეზენტაციებსაც ატარებდნენ, თუმცა არცერთი მათგანი დღემდე დასრულებული არ არის, ზოგიერთი კი არც დაწყებულა. საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა ელექტრომობილების ქარხანა, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზა და სხვა.
ელექტრომობილების ქარხანა
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენება 2019 აპრილში მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დააანონსა. პრეზენტაცია 2019 წლის ივნისში ქუთაისში გაიმართა, სადაც ითქვა, რომ ქარხანა 2020 წლიდან მიაწოდებდა ბაზარს ელექტრომობილებს.
TI-ის ინფორმაციით, 2019 წელს კომპანია ბიგ სერვისს სახელმწიფომ ქუთაისში აეროპორტის ყოფილ ტერიტორიაზე 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 99 000 ლარად გადასცა. ანგარიშშ ვკითხულობთ, რომ საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მფლობელს ადგილზე ორი წლის ვადაში უნდა აეშენებინა საწარმო, რომელიც გათვლილი იქნებოდა სულ მცირე 5000 ერთეული ავტომობილის წარმოებაზე და დაასაქმებდა 300 ადამიანს.
მცირე სამუშაოები კომპანიამ ქარხნის ასაშენებელ ტერიტორიაზე მართლაც დაიწყო, თუმცა ქარხანა დღემდე არ დასრულებულა. მშენებლობის პროცესი, ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, 2022 წლამდე გადავადდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პროექტის გადავადება პანდემიამ გამოიწვია.
ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზა
2016 წელს იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისიდან ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა დაანონსა. პროექტის პრეზენტაცია 2017 წლის 3 აპრილს გაიმართა, რომლის მიხედვითაც ახალი სადგური უშუალოდ ქუთაისის აეროპორტთან უნდა აშენებულიყო. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ პროექტი 364 დღეში დასრულდებოდა, თუმცა არც დაწყებულა.
TI-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით შეიცვალა — ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2019 წელს ახალი სადგურის მშენებლობის ნაცვლად, ძველი სადგურის რეაბილიტირება გადაწყვიტეს. იგი აეროპორტისგან მოშორებით მდებარეობს.
საქართველოს რკინიგზის კოპიტნარის სადგურის რეაბილიტაციის გეგმა საბოლოოდ 2020 წელს დამტკიცდა, წლის ბოლოს კი ტენდერიც გამოცხადდა. ორგანიზაციის განცხადებით, ტენდერში შპს ინჟმშენი 96-მა გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 2021 წლის მარტში გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 1 247 736 ლარია, ხოლო შესრულების ვადად 2021 წლის 30 დეკემბერი განისაზღვრა.
რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია
TI-ის ინფორმაციით, 2018 წლის აპრილში, ქუთაისის მაშინდელმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია დააანონსა. პროექტი ითვალისწინებდა 70-მდე სახლის რეკონსტრუქციას რიონის ორივე სანაპიროზე, ჯაჭვის, რუსთაველისა და წითელი ხიდების მიმდებარედ. პროექტი 2-3 წელიწადში უნდა დასრულებულიყო და იგი 6 მილიონ ლარამდე დაჯდებოდა.
ორგანიზაციის განცხადებით, 2018 წლის 22 ნოემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ სახლების დათვალიერების დროს განაცხადა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს პროექტირებაზე იმუშავებდა, 2020 წელს კი სახლების რეაბილიტაცია დაიწყებოდა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში დასრულდებოდა. მათივე თქმით, 2019 წლის მაისში ქუთაისში გამართულ ბიზნესფორუმზე გიორგი შენგელიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტი 2020 წლის პირველი კვარტალში დაიწყებოდა, თუმცა ამჯერად პროექტის სავარაუდო ღირებულებად 25 მილიონი ლარი დაასახელა.
როგორც TI-ში აცხადებენ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის მაისში მართლაც გამოაცხადა ტენდერი სახლების რეაბილიტაციის პროექტირებაზე, გაიმარჯვა კომპანია კარკასმა და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის 1 ივნისიდან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსა და ვადების დარღვევის გამო, ამ დროისთვის ფონდს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი — 191 839,77 ლარი ჰქონდა გადახდილი. კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო.
"ოცნების ქალაქი" ქუთაისში
2016 წლის მარტში ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაანონსდა. პროექტი სასტუმროების, აკვაპარკის, სამორინეს, კინოთეატრის, გასართობი კომპლექსებისა და სხვა ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს შპს აია ინტერტაიმენტი გეგმავდა, ჯამური საინვესტიციო თანხა კი 273 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო.
TI-ის ინფორმაციით, 2016 წლის თებერვალში კომპანიის წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პროექტის Kutaisi resorts მშენებლობის წინადადებით მიმართეს და 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება სთხოვეს. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი — 204 606 კვ.მ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. მათივე თქმით, ეს ტერიტორია ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო რწმუნებულის მიმართვის საფუძველზე, ქუთაისის საკრებულოს 2016 წლის 21 მარტის N244 განკარგულებით, სახელმწიფოს გადაეცა. თუმცა, ქუთაისში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა არ დაწყებულა და მიწის ნაკვეთი 2020 წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ თვითმმართველობას დაუბრუნა, რაც ნიშნავს, რომ პროექტი აღარ განხორციელდება.
TI-ს ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია სხვა დაუსრულებელი პროექტების შესახებ, როგორებიცაა 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. ორივე პროექტის განხორციელება 2018 წელს დააანონსდა, თუმცა დღემდე არ განხორციელებულა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები