კალაძე: რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს, ბერი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე, კატეგორიულად მიუღებელია
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა როგორც ჟურნალისტის, ისე სასულიერო თუ სხვა პირების მხრიდან. ასე გამოეხმაურა იგი თალვკეთულას მონასტერში მცხოვრები ბერი იოანეს მიერ ჟურნალისტის გინებასა და შეურაცხყოფას.
"რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს, ბერი ძალადობს, პოლიტიკოსი ძალადობს თუ უბრალოდ, რიგითი მოქალაქე ძალადობს. ძალადობა არის თვითონ კატეგორიულად მიუღებელი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად, როგორც ფიზიკური ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური ძალადობა ... ამის წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ ერთად, თუ გვინდა, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, თუ გვინდა, რომ ვიზრუნოთ მომავალზე, განვითარებაზე, სიმშვიდეზე და სტაბილურობაზე", — განაცხადა კახა კალაძე.
ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კონკრეტული სასულიერო პირი გინება და მედიაზე მუქარა არ არის იმის საფუძველი, რომ "ვისაუბროთ პრობლემატიკაზე, სასულიერო პირებსა და ჟურნალისტებს შორის".
"საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები აბსოლუტურად ყველა კითხვაზე სცემენ პასუხს და არ მგონია, რომ პრობლემა რომელიმე ეპისკოპოსს ან სასულიერო პირს ჰქონდეს. ამიტომ იმის ძიება ახლა, რომ რომელიმე სასულიერო პირმა სადღაც, რომელიღაც მონასტრის წინ თუ მონასტერში, რაღაც ჟურნალისტისთვის მიუღებელი ფრაზები თქვა, არ მგონია, რომ იყოს იმის საფუძველი, რომ ჩვენ ვისაუბროთ პრობლემატიკაზე, სასულიერო პირებსა და ჟურნალისტებს შორის", — განაცხადა მაჭარაშვილმა.
28 აგვისტოს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სასულიერო პირმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დამამცირებელი და ჰომფობიური ტერმინებით მოიხსენია და აგინა. თალვკეთულას მონასტერში ჟურნალისტები იმის გასარკვევად ჩავიდნენ, მიმდინარეობს თუ არა მონასტერში უკანონო მშენებლობა, რამაც ბერის აგრესია გამოიწვია.
ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ჩაწერის უფლება აქვთ, სასულიერო პირი შეურაცხმყოფელი ფრაზებით პასუხობს:
"რაის უფლება გაქვთ, არაფრის უფლება არა გაქვთ. რა უფლება გაქვს? საიდან მოიგონე, რომ უფლება გაქვს. ჟურნალისტი კი არა, პირშისტი ხარ რა, გიყურებ. პირში არ აგიღია, ტო? წადი შენი, დედას დავეცი ახლა რა".
აღსანიშანავია, რომ 22 აგვისტოს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბერი იოანე კაცს შეურაცხყოფას აყენებს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრება. 26 აგვისტოს კი სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბერი ამბობს, რომ "ძველი განგსტერია" და დაჭერის არ ეშინია. მისი თქმით, მონასტერში მიმდინარე მშენებლობაზე სააგენტოდან არაერთხელ გააფრთხილეს, მაგრამ საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ მათ რამე შეუთანხმოს.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები