რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებისა და COVID-19-ის შესახებ — UNICEF-ის რეკომენდაციები
ფოტო: Yulia Malinovskaya / Dribbble
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველა სკოლა ღია და კორონავირუსისგან უსაფრთხო უნდა იყოს. ამასთან, შემუშავდა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს სკოლა COVID-19-ის პირობებში.
რას ნიშნავს COVID-19 კონტაქტი?
თქვენი ბავშვი მიიჩნევა კონტაქტად, თუ მას პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა, ან სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში ერთი მეტრამდე მანძილზე იმყოფებოდა COVID-19-ის დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევის მქონე პირთან.
რა უნდა გააკეთოთ თუ თქვენი შვილი კონტაქტი აღმოჩნდება?
თუ თქვენს ბავშვს კონტაქტი ჰქონდა COVID-19 მქონე პირთან, ნუ გაუშვებთ სკოლაში, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სიმპტომები. დამატებითი რჩევებისთვის დაუკავშირდით ექიმს. WHO-ს რეკომენდაციაა COVID-19-ის მქონე პირთან კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში სახლში დარჩენა. ამ პერიოდში აკონტროლეთ ბავშვის ჯანმრთელობა.
რა უნდა გააკეთოთ თუ ბავშვს COVID-19-ის სიმპტომები აღენიშნება?
თუ ბავშვს აქვს ტემპერატურა ან მშრალი ხველა, აუცილებელია მისი ტესტირება COVID-19-ის გამოსავლენად ან სახლში დატოვება ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. WHO-ს რეკომენდაციაა სახლში დარჩენა პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში და დამატებითი 3 დღე სიმპტომების დასრულებისას.
სკოლასა და ექიმს აცნობეთ ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ და მიიღეთ საჭირო რჩევები. ამით არამხოლოდ თქვენს ბავშვს დაიცავთ, არამედ სხვების დაავადებასაც აიცილებთ თავიდან და სკოლების გახსნასაც შეუწყობთ ხელს.
სკოლა COVID-19-ის პირობებში
UNICEF-ის რეკომენდაციების ერთი ნაწილი ვაქცინაციას ეხება. WHO-სა და ქვეყნის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ვაქცინაციის გეგმა, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად, მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გულისხმობს. გარდა ამისა, WHO და UNICEF მიიჩნევენ, რომ უნდა აიცრან ბავშვები 12 წელს ზემოთ, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ამასთან, რეკომენდაციებში მითითებულია, რომ თუ ბავშვი ვაქცინირებული არ არის, ეს არ უნდა გახდეს მისი სკოლაში ან სკოლისშემდგომ აქტივობებში ჩართვის შემზღუდველი გარემოება.
რა სარგებელი აქვს ვაქცინაციას?
COVID-19-ის ვაქცინები SARS-Cov-2 ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებით იცავს ორგანიზმს დაავადებისგან. ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტი ამცირებს დაავადების და მისი მძიმე შედეგების რისკს და გეხმარებათ ვირუსთან გამკლავებაში. თუ ვაქცინირებული ხართ, თქვენ მიერ სხვების ინფიცირების შესაძლებლობაც ნაკლებია.
რატომ არის აუცილებელი მასწავლებლების ვაქცინაცია?
ვაქცინაცია COVID-19 ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა და ამიტომაც, საკუთარი
თავის და ბავშვების დასაცავად, სკოლის ფუნქციონირებისათვის რეკომენდებულია მასწავლებლების ვაქცინაცია.
რა უნდა ახსოვდეს მშობელს ბავშვის COVID-19-სგან დასაცავად
- თვალ-ყური ადევნეთ ბავშვის ჯანმრთელობას და არ გაუშვათ სკოლაში, თუ მას აქვს COVID 19-ის სიმპტომები, მაგალითად, სიცხე ან ხველა;
- ესაუბრეთ ბავშვს COVID-19-ის შესახებ — აუხსენით რომ აუცილებელია თავის დაცვა, ვინაიდან ვირუსი კვლავ ჩვენთანაა;
- მოუწოდეთ დაიცვას ჰიგიენა როგორც სახლში, ასევე, სკოლაში: დაიბანოს/გაისუფთაოს ხელები, იდაყვით ან ხელსახოცით დაიფაროს სახე დახველების ან დაცემინების შემთხვევაში;
- მოუწოდეთ ხელი ან თავი დაუქნიოს მეგობრებს მისალმების დროს, ჩახუტების და კოცნის ნაცვლად;
- ესაუბრეთ ხალხმრავლობის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე, მცირე ჯგუფებად თამაშზე და შეძლებისდაგვარად დისტანციის დაცვაზე;
- მიეცით საშუალება დასვას კითხვები და გამოხატოს ემოციები თქვენთან და მასწავლებლებთან. გახსოვდეთ, რომ ბავშვი შესაძლოა განსხვავებულად რეაგირებდეს სტრესზე. მოეკიდეთ მოთმინებით და გაგებით.
COVID-19-ის გადაცემის რისკის შემცირება საკლასო ოთახში
პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება: საკლასო ოთახების უკეთესი განიავება, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფა, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფა, ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირება.
სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, გაეროს ბავშვთა ფონდსა და იუნესკოს კორონავირუსის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული აქვთ 8 რეკომენდაცია. რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის.
- სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება;
- შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია;
- შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები;
- დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა;
- დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები;
- გაუმჯობდეს სასკოლო გარემო;
- ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა


კომენტარები