თევზის გადამამუშავებელი საწარმო უმალი ასორტიმენტს აფართოებს
კაპიტალის ზრდის კომპანია — სინერჯისთან და პარტნიორების შემდეგ თევზის მწარმოებელმა კომპანიამ უმალმა ასორტიმენტის გაფართოება დაიწყო.
უმალის მრავალფეროვან ასორტიმენტს სექტემბრიდან 2 ახალი პროდუქტი შეემატება, ესენია: ე.წ. შპროტი და თევზის პაშტეტი.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ე.წ. შპროტი ადგილობრივად იწარმოება. ამ პროდუქტის ძირითადი იმპორტი ხდება რუსეთიდან, ამდენად უმალის კონკურენტი მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციაა. უმალი აღნიშნულ კონკურენციაში შესვლას მსგავსი საფასო კატეგორიითა და ბრენდისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხის პროდუქტით აპირებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალი პროდუქტი მასობრივ ბაზარზე იქნება გათვლილი, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
უმალის მეორე ახალი პროდუქტი თევზის პაშტეტია. ამ შემთხვევაშიც ბრენდის პრიორიტეტი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, ჯანსაღი პროდუქტის მიწოდებაა. უმალის თევზის პაშტეტი მომზადებული იქნება სრულად გადამუშავებული თევზისგან, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე, რაც მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა ბაზარზე. ეს პროდუქტიც, შპროტის მსგავსად, პირველად იწარმოება საქართველოში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ თევზის პაშტეტი ხელმისაწვდომ საფასო სეგმენტზე იქნება გათვლილი.
"ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს თევზის მირთმევის საშუალება. ვეძებთ გზებს, რომ ყველანაირი სახით ყველა სეგმენტს მივწვდეთ.ორივე პროდუქტი დახლებზე სექტემბრიდან გამოჩნდება", — აცხადებენ კომპანიაში.
უმალის პარტნიორი-მეწილე 2021 წლის ივლისში გახდა კაპიტალის ზრდის კომპანია — სინერჯი. სინერჯი კომპანიის განვითარებას, ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, არაერთი გზით გეგმავს.
"ამ ეტაპზე პრიორიტეტია ასორტიმენტის განვითარება. კომპანიაში უკვე შევქმენით ასორტიმენტის განვითარების საბჭო და პროდუქტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები წამოვწიეთ – გავაძლიერეთ რგოლი ამ მიმართულებით. სწორედ აღნიშნული საბჭოს მუშაობის შედეგია ეს ორი ახალი პროდუქტიც.
უახლოეს მომავალში ვაპირებთ, გავაუმჯობესოთ შეფუთვა, რომ უფრო კომფორტული იყოს მომხმარებლისთვის თევზის ყიდვაც, და შემდეგ მისი გამოყენებაც.ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ უმალის ბრენდირების გაუმჯობესებასა და მისი ცნობადობის გაზრდაზე", — ამბობს სინერჯის პარტნიორი, მარიამ ჟორჟოლიანი.
"თევზი ერთ-ერთი ჯანსაღი პროდუქტია, რომელზეც მოთხოვნა მსოფლიოში მუდმივად იზრდება, უფროდაუფრო ანაცვლებს თევზის პროდუქტები სხვა ხორცპროდუქტებს და გვსურს, რომ საქართველოც ამ ტემპს არ ჩამორჩეს. გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ხარისხიან, სწორად შერჩეულ თევზს და მისგან დამზადებულ პროდუქტებს მოიხმარს და ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.იმ მასშტაბის წარმოება, როგორიც უმალს აქვს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ, რეგიონში არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ჯერ პატარა კომპანიაა, თუმცა უკვე ბევრს მიაღწია, სწრაფი ტემპით იზრდება. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი დახმარებით ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება.ბაზრის პერსპექტივიდან გამომდინარე, არსებულ კატეგორიაში დარჩენით დაახლოებით 3 წელიწადში კომპანიის ღირებულება და რეალიზაცია გაორმაგდება. თუმცა, „უმალი“ მხოლოდ არსებულ კატეგორიაში დარჩენას არ განიხილავს და ვაპირებთ გაყინული თევზის კატეგორიაში შესვლასაც. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ექსპორტის პოტენციალსაც ვხედავთ", — მარიამ ჟორჟოლიანი.
უმალი ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში. კომპანია ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებს 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, მათ შორის: სხვადასხვა სახეობის თევზს, ხიზილალასა და ზღვის პროდუქტებს. უმალის პროდუქციით მარაგდება საქართველოს მსხვილი სუპერმარკეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები