ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სივრცეების მობილიზებაზე, სადაც, შესაძლოა, ე.წ. საველე ჰოსპიტლები განათავსონ
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო უკვე ზრუნავს იმ სივრცეების მობილიზებაზე, სადაც, შესაძლოა ე.წ. საველე ჰოსპიტლები განათავსონ. ტიკარაძის თქმით, ეს მისთვის ძალიან არასასურველი გადაწყვეტილება იქნება, თუმცა შიდა ჯგუფებში მაინც საუბრობენ ე.წ. საველე ჰოსპიტლების საჭიროებაზე.
"ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს უკვე გარკვეული სივრცეების მობილიზებაზე. ე.წ. საველე ჰოსპიტლების გახსნის ალბათობაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობთ შიდა ჯგუფში. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ იცით, წინა ტალღებიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ეს არის ძალიან არასასურველი სურათი და მეორე ტალღის პერიოდშიც მე ვიღებდი მტკიცე გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ უნდა გაგვეხსნა საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან ეს მოქმედებს როგორც მკურნალობის ხარისხზე, ასევე მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი", — განაცხადა ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
ჯანდაცვის მინისტრმა არ დააკონკრეტა, რომელი სივრცეები განიხილება ე.წ. საველე ჰოსპიტლებისთვის. თუმცა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ეს სივრცეები კომფორტული იყოს როგორც ექიმებისთვის, ისე პაციენტებისთვის.
"ძალიან არასასიამოვნო იქნება, რა თქმა უნდა, კარვებში ამ ყველაფრის ნახვა და ღია სივრცეებში. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შერჩეული იყოს ისეთი სივრცე, სადაც იქნება მინიმალური ფსიქო-ემოციური ზეწოლა მოსახლეობაზე და მაქისმალური კომფორტი იქნება შექმნილი როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. ამ ეტაპისთვის, ზუსტი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს სხვადასხვა სივრცის შერჩევა და დამუშავება, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ჩვენ დავსხდებით და ყველა სივრცესთან მიმართებაში დადებით და უარყოფით მხარეებზე ვიმსჯელებთ", — განაცხადა ტიკარაძემ.
აღსანიშნავია, რომ აქამდე, როცა ჟურნალისტები ე.წ. საველე ჰოსპიტლების საჭიროებებზე კითხვებს სვამდნენ, ტიკარაძე და მისი მოადგილე, თამარ გაბუნია, მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ მათ ნაცვლად საქართველოში კოვიდსასტუმროებს ვიყენებთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შესაძლოა კოვიდსასტუმროების პარალელურად ე.წ. საველე ჰისპიტლებიც გაიხსნას.
გაიგე მეტი:
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები