სალომე ზურაბიშვილი

7 Aug. 2021, 22:24

მე არა მგონია, რომ შეიძლება, ერთის მხრივ, ეძახო ძალას დესტრუქციული და მეორეს მხრივ, მის გარეშე აღარ მიდიოდე წინ. თუკი არსებობს შეთანხმება, თუ ეს შეთანხმება არის ევროკავშრის ეგიდით და თანხმდება ევროკავშირი იმ პარტიების მონაწილეობით, რომლებიც მოვიდნენ... სხვათა შორის, იმ ძალიდანაც ნაწილობრივ იყვნენ ადამიანები, რომლებიც თანხმდებოდნენ პიროვნულად და არა პარტიულად... მაშინ, რატომ უნდა გაჩერდეს ყველაფერი იმ პარტიის, დესტრუქციული პარტიის გამო? მე მგონია, რომ არა. მე მგონია, რომ შეთანხმება შედგა. მე მგონი, წინ უნდა წავიდეთ, არჩევნები მოდის. რატომ ვაყენებთ ყველაფრს, იმ ერთი პარტიის... ის ხდება მთავარი მოთამაშე ჩვენთვის, თუ როგორაა?!

ეს თემა "მთავარი ოპოზიციური პარტია" ესეც არასწორია, იმიტომ, რომ სხვა პარტიები, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას... ჩვენ ვლაპარაკობთ კოალიციურ მთავრობაზე მომავალში, ვლაპარაკობთ მრავალფეროვნებაზე და მერე სულ ვუბრუნდებით ერთ პარტიას. ამ პარტიამ ამოირჩია თვითონ მარგინალიზაცია, არ მოაწერა ხელი, დარჩა გარეთ, დარჩა ქუჩაში, სადაც ვერ მოიპოვა ხალხის მხარდაჭერა.

დაველოდოთ არჩევნებს და ვნახოთ ხალხი რას იტყვის. რატომ მაინცდამიანც ვაყენებთ დოკუმენტს... და, კიდევ ერთხელ, აჩემებული არ მაქვს ეს დოკუმენტი, თუ სხვა დოკუმენტი, მაგრამ შეთანხმებას სხვა პარტიებთან, საზოგადოების დანარჩენ ძალებთან, აყენებს მმართველი პარტია კითხვის ქვეშ, ერთი პარტიის გამო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ

სამეცნიერო ფოტოგრაფიის ავტორიტეტული კონკურსის ორგანიზატორები წლევანდელი გამარჯვებული ნამუშევრის ხელახლა შეფასებას…