აჟიტირება საჭირო არ არის, რუს ტურისტებსაც მივესალმებით — თურნავა ლეშჩენკოს ჩამოსვლაზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოში რუსი პროპუტინისტი მომღერლის, ლევ ლეშჩენკოს ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, კანონმდებობასთან მიმართებით პრობლემა არ არის და საქართველოში რუს ტურისტებსაც მიესალმება. მან, ასევე, თქვა, რომ ასეთი აჟიტირება ცალკეულ თემებზე საჭირო არ არის.
"საკანონმდებლო თემასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა კანონი დარღვეული საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას. როგორც ვიცი ეს ასე არ არის, მაგრამ მე არ ვარ ამის სპეციალისტი. როგორც ეკონომიკის მინისტრი გეტყვით, რომ ჩვენ ყოველთვის მივესალმებოდით და დღეს განსაკუთრებით, როდესაც პანდემიააა, მივესალმებით სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან და მათ შორის რუს ტურისტებსაც. ვფიქრობ, არ არის საჭირო ასეთი აჟიტირება ცალკეულ თემებზე. თუკი არისი რამე პრობლემა კანონმდებლობასთან, გთხოვთ, რომ მიმართოთ შესაბამის უწყებებს. ჩემი ინფორმაციით, არ არის", — განაცხადა თურნავამ.
რუსი მომღერლის საქართველოში ვიზიტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო ადასტურებს. უწყება აცხადებს, რომ მან საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვა. შსს-ს განმარტებით, ლეშჩენკოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტი არ უფიქსირდებოდა, თუმცა რუსული მედიის ინფორმაციით, 2013 წელს ის ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.
"აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია. რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყანაში, მან საპასპორტო კონტროლი გაირა შეუფერხებლად, რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი. ასევე, არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა", — განუცხადეს შსს-ში On.ge-ს.
25 ივლისს მთავარი არხის დირექტორმა და ტელეწამყვანმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეშჩენკო საქართველოში იმყოფება და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასტუმროში, პარაგრაფში ისვენებს. გვარამიას თქმით, ლეშჩენკოს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია და პრემიერმინისტრის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი მასპინძლობს. მისივე ცნობით, ლეშჩენკომ 2 დღის წინ ბათუმში, ტერასა ასკანელში ივახშმა, რომელიც სპეციალურად მისთვის დახურეს.
ბექა ოდიშარია, ვინც ლეშჩენკოს მასპინძლად დასახელდა, დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. მისი თანაგუნდელები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრიც ამტკიცებს, რომ რუსი მომღერლის ვიზიტზე ჟურნალისტებისგან გაიგეს. ლეშჩენკოს ვიზიტზე ინფორმაციის გადამოწმება On.ge-მ სასტუმროსა და რესტორანშიც სცადა, თუმცა პასუხად ვერც უარყოფა მიიღო და ვერც დასტური.
გაიგეთ მეტი:
ვინ არის ლევ ლეშჩენკო
ლეშჩენკო რუსი მომღერალია, რომელიც საბჭოთა კავშირისადმი მიძღვნილი ოდით, "გამარჯვების დღის" შესრულებითაა ცნობილი. მას პუტინისა და მედმედევის მიერ მინიჭებული აქვს ორდენი სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის და პუტინისნდობით აღჭურვილ პირთა სიაშია.
ლეჩშენკო შედიოდა იმ არტისტების რიცხვში, ვინც ყირიმის ანექსიას დაუჭირა მხარი. სწორედ ამიტომ უკრაინამ ის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნია და შავ სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.
თუმცა, ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე მან პუტინის დამპყრობლურ პოლიტიკას მხარი ოკუპირებულ აფხაზეთშიც დაუჭირა. 2013 წელს ის დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. აღიარების დღესასწაულის 5 წლის თავზე ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდა.
"ჩემთვის დიდი პატივია გამოვიდე ამ შესანიშნავ ქალაქში, სოხუმში, სადაც ჩვენ გვიყვარდა, ვმეგობრობდით, სადაც სითბოსა და მზისთვის ჩამოვდიოდით. გილოცავთ აღიარების დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობასა და ბედნიერებას", — კავკაზკი უზელის ინფორმაციით, სწორედ ასე მიმართა მან ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს, როცა აფხაზური სიმღერა შეასრულა.
უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ლეშჩენკო ოკუპირებულ რეგიონში 2013 წლის შემდეგ. საჯაროდ მისი მხოლოდ ამ ვიზიტის შესახებ არის ცნობილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ლეშენკოს აფხაზური სიმღერის ვიდეო სხვადასხვა სოციალურ ქსელში 2020 წელს არის გავრცელებული.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები