ხელისუფლებას თვითონ ჟურნალისტებზე არ უძალადია და არც იძალადებს — თალაკვაძე 5 ივლისზე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამინდელი ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ 5 ივლისს ხელისუფლებას "თვითონ" ჟურნალისტებზე არ უძალადია და არც იძალადებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. ძალადობრივი და ჰომოფობიური კონტრაქციის ორგანიზატორების დასჯაზე საუბრისას თალაკვაძემ ნაციონალური მოძრაობის პერიოდი და იმედში შესვლა გაიხსენა. მისი თქმით, "დღეს სრულიად განსხვავებულ ვითარებაში ვართ".
"ხელისუფლება არ ყოფილა ამ შემთხვევაში მოძალადე, ხელისუფლების მოვალეობა იყო მხარეთა დაშორიშორება და მოძალადეების დასჯა. ხელისუფლებას თვითონ ჟურნალისტებზე არ უძალადია და არც იძალადებს, სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში", — თქვა თალაკვაძემ.
ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 30-მდე ადამიანია დაკავებული — ისინი, რომელთა მიმართაც მტკიცებულებების შეგროვება მოხდა. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და "ნებისმიერ ქვეყანაში, იქნება ეს ევროპა თუ აშშ", ეს თვეების განმავლობაში გრძელდება.
ჟურნალისტის კითხვას, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის კორესპონდენტისთვის მიკროფონის გამორთმევა ხომ არ იქნება ცუდი მაგალითი მოქალაქეებისთვის, თალაკვაძე პირდაპირ არ პასუხობს. ის აქაც მედიას აკრიტიკებს და "სიღრმისეულ" პრობლემებზე საუბრობს. კერძოდ, მისი აზრით, 2012 წლის შემდეგ, "როდესაც ხელისუფლების კონტროლი მოიხსნა", საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ მედია გახდებოდა მიუკერძოებელი, თუმცა ნაწილი პროპაგანდისტული გახდა და ოპოზიციის კონტროლის ქვეშაა.
ამასთან, თალაკვაძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ გაატარა პრევენციული ზომები 5 ივლისის წინა დღეებში, რომ "უშუალოდ პრაიდის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ ძალადობა აღეკვეთა და ეს მთელმა საზოგადოებამ ნახა პირდაპირ ეთერში.
"რაც შეეხება 5 ივლისს, იქ, იმ სივრცეში არ ყოფილან პრაიდის მონაწილეები და ორგანიზატორები. მოხდა ისე, რომ ერთ რადიკალურად განწყობილ ჯგუფსა და ჟურნალისტებს შორის მოხდა კონტაქტი და მოხდა ძალადობა ჟურნალისტებზე, რაც არის მიუღებელი, რაზეც სახელმწიფოს უკვე აქვს და მომავალშიც ექნება პრინციპული რეაგირება", — თქვა მან.
თუმცა თალაკვაძეს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ღირსების მარში სწორედ ძალადობის საფრთხის გამო გადაიდო. მართალია, "იქ, იმ სივრცეში" პრაიდის ორგანიზატორები არ ყოფილან, მაგრამ იყვნენ სხვადასხვა ოფისში, რომელთა ნაწილი ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს და ხელისუფლებამ ეს ვერ აღკვეთა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი და თავს დაესხნენ სირცხვილიას ოფისს, მედია აქციებს მართავს. 11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სცემეს. ამის შემდეგ მედიის საპროტესტო ღონისძიებები უფრო გააქტიურდა და მოძალადეებისა და ორგანიზატორების დასჯის გარდა, მოთხოვნაა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მედიის პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ, პრემიერმინისტრმა გასულ კვირას საჯარო ღონისძიებაზე კრიტიკული მედია დაბლოკა და არ მიიწვია. რამდენიმე დღეში ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა. ის მიკროფონს ამ დრომდე არ აბრუნებს, შსს კი არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები