აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას, სჯობს დაუყოვნებლივ დააბრუნოთ მიკროფონი — გვარამია წულუკიანს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კულტურის მინისტრის, თა წულუკიანის ქმედებაზე ტელეკომპანია აუცილებლად მიმართავს პროკურატურას და ჯობს წულუკიანმა მიკროფონი დააბრუნოს.
"ეს საქციელი არის ორი დანაშაულის შემცველი. ერთი ეს არის ძარცვა, პირდაპირ ღია ძარცვა, მეორე არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ორივე ერთად საკმაოდ ბევრ წელს ითვალისწინებს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში და ქალბატონო წულუკიანო, ჩვენ მივმართავთ აუცილებლად პროკურატურას ამ მიკროფონის ძარცვის გამო, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის გამო, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა ეს მიკროფონი, ამიტომ სჯობს, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნოთ ეს მიკროფონი იმიტომ, რომ ამ დანაშაულების ხანდაზმულობა გავრცელდება მათ შორის იმ დროზე, როცა თქვენ მინისტრი არ იქნებით და ნამდვილად არ გისურვებთ, რომ საკუთარი წლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატაროთ თან ასეთი კომიკური მიზეზით", — აცხადებს გვარამია მთავარი არხის ეთერში.
ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და აცხადებს, რომ არ დააბრუნებს. მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევს წულუკიანი ჟურნალისტს მიკროფონს, რომელიც კითხვას სვამს. ამის შემდეგ მინისტრი ამ მიკროფონით იწყებს საუბარს და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. ამის შემდეგ წულუკიანი ჟურნალისტს ეუბნება: "ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ...". გარდა ამისა, თეა წულუკიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და წერს, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით უნდა "გვაუწყოს". წულუკიანის აზრით, ჟურნალისტი განაიარაღა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე On.ge-სთან განმარტავს, რომ კულტურის მინისტრის ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. ეს მუხლი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლას გულისხმობს. ამასთან, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, თუ წულუკიანი მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს, გამოძიების დაწყება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშულისთვისაც შესაძლებელია.
როგორც გოგოხია ამბობს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საქმე არა მათი, არამედ კრიმინალური პოლიციის კომპეტენცია იყო, დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ არ იციან, დაიწყო თუ არა გამოძიება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტზე.
გაიგე მეტი:
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები