სჯობს თავად მოჰფინონ ნათელი მათ განცხადებებს — დეგნანი ქართულ ოცნებაზე
ფოტო: აშშ-ის საელჩო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ "სჯობს ქართული ოცნების ლიდერებმა თავად მოჰფინონ ნათელი მათ განცხადებებს". ასე პასუხობს კელი დეგნანი ჟურნალისტების კითხვას, მისი აზრით, ვის გულისხმობს მმართველი პარტია, როცა აცხადებს, რომ "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო", ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების შესახებ უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია.
დეგნანმა დღეს თქვა ისიც, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერების შესახებ ძალიან ნათლად წერია. ქართულ ოცნებას, რომელიც ამტკიცებს, რომ მანამდე კრისტიან დანიელსონთან "ზეპირი შეთანხმება" ჰქონდათ, დეგნანი ასე პასუხობს:
"მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დაწერილ ტექსტს. მე არ ვიცი, იყო თუ არა რამე სიტყვიერი შეთანხმება, მაგრამ ნებისმიერი კარგი იურისტი იტყვის, რომ როდესაც ხელშეკრულებას აწერ ხელს, ეთანხმები იმ პირობებს, რაც მასში არის მოცემული".
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები 30 წლის მანძილზე მხარს უჭერს საქართველოს და უთანამშრომლია ათასობით ქართველთან იმისათვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო დემოკრატიის აღმშენებლობა და განვითარებულიყო მთელი რიგი მიმართულებები, როგორიც არის თავდაცვა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეკონომიკის განვითარება.
"ჩვენ კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა ბევრ ქართველთან, რომელთა სურვილია, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული", — დასძენს ის.
ქართული ოცნება შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო კრიტიკას გუშინ, 16 ივლისს გამოეხმაურა. განცხადების ავტორები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი არიან და ისინი საუბრობენ როგორც პოლიტიკური დიალოგის მონაწილეები. მათი ტექსტის უმეტესი ნაწილი ზუსტად იმეორებს პოლიტსაბჭოს 23 ივნისის განცხადებას. მათ შორის, საუბარია კრისტიან დანიელსონის პირველად დოკუმენტზე და "ზეპირ შეთანხმებაზე", მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო, შარლ მიშელის შეთანხმებაში პირდაპირ წერია მოსამართლეების დანიშვნის შესახებ, დეპუტატების მტკიცებით, ქართული ოცნება შეთანხმებას იცავს.
შარლ მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ პარლამენტმა "უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს". მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირდაპირ გამოაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესს არ შეაჩერებს და თან ამტკიცებდა, რომ დოკუმენტის პირობებს ასრულებს, აშშ-ის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც ყვითლად არის მონიშნული შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც სასამართლო რეფორმას ეხება. მათ შორის ის წინადადებაც, სადაც საუბარია მოსამართლეების შერჩევის შეჩერებაზე.
პარლამენტმა 12 ივლისს რიგგარეშე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა. უმრავლესობის მხარდაჭერა იმ კანდიდატებმა მოიპოვეს, რომელთა დაკავშირებითაც სამართლის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს კითხვები აქვთ მათ კავშირებზე ე.წ. სასამართლო კლანთან. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი და სახალხო დამცველი.
გაიგე მეტი
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები