ჟურნალისტებმა 5-6 ივლისს მათზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს
ფოტო: On.ge
მედიის წარმომადგენლები უსაფრთხო სამუშაო გარემოს მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ. მათ 5-6 ივლისს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებზე თავდასხმები გააპროტესტეს.
აქციის ორგანიზატორი ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იყო. ქარტიის მოთხოვნებია, შსს-მ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისს დაშავებულების საქმე და შესაბამისი პირები მიეცენ პასუხისგებაში.
"პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ 5-6 ივლისის მოვლენების შედეგად დაზარალებულ ჟურნალისტებს, ვისაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, იღებდნენ სიძულვილის ენის და მუქარის შემცველ წერილებს.
ასევე, გვინდა გავაკეთოთ მოწოდება ხელისუფლებისთვის, შევახსენოთ და ავუხსნათ, რომ სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები მედიის უსაფრთხოებაზე", — განაცხადა მარიამ გოგოსაშვილმა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა.
ფოტო: გვანცა სეთურიძე/On.ge
ჟურნალისტები ხაზს უსვამდნენ მთავრობის პასუხისმგებლობას და აცხადებდნენ, რომ ძალადობრივი კონტრაქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გამოიყვანა საკმარისი რაოდენობის პოლიციელი, შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა ძალადობისგან.
"ბოლო მოვლენების შემდეგ შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რაც მთავარია, ხელისუფლებას მოვთხოვოთ, რომ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, რაც ხდება მედის წარმომადგენლების წინააღმდეგ, გამოიძიონ და უმკაცრესად დასაჯონ კანონის თანახმად ის ადამიანები, მოძალადეები. იმიტომ, რომ წარმოუდგენელი რაოდენობა არის ერთი დღის განმავლობაში დაშავებული ჟურნალისტების", — განაცხადა ნესტან ცეცხლაძემ, Netgazeti-ს მთავარმა რედაქტორმა.
ფოტო: On.ge
"დღევანდელი აქციის მიზანია ხელისუფლებას მოვთხოვოთ, რომ დასაჯოს მოძალადეები და რაც მთავარია, ძალადობა აღკვეთოს. აქციებზე, სადაც ჟურნალისტები ვმუშაობთ, პოლიციამ უნდა იმოქმედოს შესაბამისად, რომ ჩვენ არ შეგვექმნას საფრთხე ჯანმრთელობის და არ გვისწორდებოდნენ ფიზიკურად. პოლიცია არ უნდა იყოს უმოქმედო. ხელისუფლება, როცა პირდაპირ ეთერში უყურებს ამ ყველაფერს, არ უნდა იჯდეს თბილად და არ უნდა ელოდებოდეს, როდის დაასახიჩრებენ ჟურნალისტებს", — განაცხადა ხატია ღოღობერიძემ, On.ge-ს მთავარმა რედაქტორმა.
"აქ მოსვლის მიზანი და მიზეზი არის ერთადერთი, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებს საერთოდ არ გვქონია იმის განცდა, რომ ვინმე გვიცავს იქ. ვიყავით აბსოლუტურად პირისპირ ადამიანებთან, რომლებიც ძალადობდნენ. ვხედავდით, ჩვენი კოლეგები რა დღეში იყვნენ და იმასთან ერთად, რომ გვქონდა უსუსურობის განცდა, რომ ვეხმარებოდით, ასევე გვქონდა იმის განცდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა ვყოფილიყავით ჩვენ", — აცხადებს მინდია გაბოძე, პუბლიკას ჟურნალისტი და ფოტოგრაფი.
ფოტო: On.ge
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით. 6 ივლისს ცნობილი გახდა სამი ადამიანის დაკავების შესახებ, ხოლო 7 ივლისს კიდევ 4 ადამიანი დააკავეს. მათ ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს: ძალადობასა და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას.
6 ივლისის აქციაზე პოლიცია მოძალადეებს აქტიურად აკავებდა, თუმცა ისინი მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. ჯამში 6 ივლისის ღამეს შსს-მ ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავეა, დილით 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.
ძალადობრივი აქციები თბილისი პრაიდის მიერ დაანონსებული ღირსების მარშის წინააღმდეგ ჩატარდა. 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში ვერ შედგა, თუმცა, მეორე დღეს, ჟურნალისტებზე ძალადობის დასაგმობად მოქალაქეები მდუმარე აქციაზე შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ პრაიდის ორგანიზატორებიც, რომლებმაც ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. პრაიდი ჯებირებს მიღმა მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების გინებისა და მუქარების ფონზე მაინც შედგა. აქციის დასრულების შემდეგ პრაიდის წევრებმა და ჟურნალისტებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.
გაიგე მეტი:
- მეუფე იაკობი ჟურნალისტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს
- ჟურნალისტებმა ეს ამბავი მსოფლიოს უნდა გააცნოთ — სპაიკ ლი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე
- რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე — ფოტორეპორტაჟი
- პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან ჟურნალისტები და აქტივისტებიც გაიყვანა, ძალადობრივი ჯგუფები კი პარლამენტთან მიუშვა
- ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები