ზელენსკი ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას აპირებს
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას აპირებს. შესაბამისი დავალება მან მთავრობას უკვე მისცა. გარდა ამისა, ბელარუსისთვის უკრაინის საჰაერო სივრცე დაიხურება.
პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ზელენკიმ პრემიერმინისტრთან, მინისტრებთან და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის დაშვება განიხილა, რის შემდეგაც ჟურნალისტი დააკავეს.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ტელეგრამ არხ ნექსთას თანადამფუძნებლის დასაკავებლად იმ თვითმფრინავის მინსკში დაშვება ბრძანა, სადაც ოპოზიციონერი აქტივისტი იმყოფებოდა. მედიების თანახმად, Ryainar-ის ათენი-ვილნიუსის რეისი ლუკაშენკომ გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერა. Reuters-ი წერს რომ, მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ლიტვამდე თითქმის მიაღწია, როდესაც მან მიმართულება ბელარუსის დედაქალაქისკენ შეიცვალა. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
Ryanair-მა განაცხადა, რომ ეკიპაჟს ბელარუსმა [საჰაერო კონტროლის სამსახურმა] ბორტზე უსაფრთხოების პოტენციური საფრთხის შესახებ აცნობა და უახლოესი აეროპორტის, მინსკის მიმართულებით გადამისამართება დაავალა.
პროტასევიჩის დაკავებას გამოეხმაურა ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია. მისმა მრჩეველმა ტვიტერზე დაწერა, რომ აქტივისტს ბელარუსში სიკვდილით დასჯა ემუქრება.
მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერი აქტივისტი ბოლო პერიოდში ვილნიუსში ცხოვრობდა და ტიხანოვსკაიას გუნდის წევრი იყო. პროტასევიჩი ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ტერორისტების სიაში შეიყვანა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
აქტივისტის დაკავებაზე ლიეტუვამ ევროკავშირსა და NATO-ს რეაგირებისკენ მოუწოდა, გერმანიამ კი, მომხდარის დაუყოვნებელი განმარტება მოითხოვა.
ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ბელარუსის ქმედება "ყოვლად მიუღებელია".
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები