ფრენის იძულებითი დასმა და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია — პრეზიდენტი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მინსკში Raynair-ის რეისის იძულებით დასმასა და ბელარუსი აქტივისტის დაკავების ფაქტს მიუღებელს უწოდებს.
"Ryanair-ის ფრენის იძულებითი დასმა და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია. ეს ძალიან ბევრ საერთაშორისო ნორმას არღვევს, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია", — წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.
რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურებას, "მათი იძულებით დაკავება სრულიად მიუღებელია", — მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლა საგარეო უწყება მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ოპოზიციონერი ბელარუსი აქტივისტის დაკავებას. უწყების განცხადებაში არ არის ნახსენები აქტივისტი, ვის გამოც, ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის საერთაშორისო აეროპორტში იძულებით დასვეს.
უცხოური მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ტელეგრამ არხ ნექსთას თანადამფუძნებლის დასაკავებლად იმ თვითმფრინავის მინსკში დაშვება ბრძანა, სადაც ოპოზიციონერი აქტივისტი იმყოფებოდა. მედიების თანახმად, Ryainar-ის ათენი-ვილნიუსის რეისი ლუკაშენკომ გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერა. Reuters-ი წერს რომ, მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ლიტვამდე თითქმის მიაღწია, როდესაც მან მიმართულება ბელარუსის დედაქალაქისკენ შეიცვალა. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
Ryanair-მა განაცხადა, რომ ეკიპაჟს ბელარუსმა [საჰაერო კონტროლის სამსახურმა] ბორტზე უსაფრთხოების პოტენციური საფრთხის შესახებ აცნობა და უახლოესი აეროპორტის, მინსკის მიმართულებით გადამისამართება დაავალა.
პროტასევიჩის დაკავებას გამოეხმაურა ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია. მისმა მრჩეველმა ტვიტერზე დაწერა, რომ აქტივისტს ბელარუსში სიკვდილით დასჯა ემუქრება.
მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერი აქტივისტი ბოლო პერიოდში ვილნიუსში ცხოვრობდა და ტიხანოვსკაიას გუნდის წევრი იყო. პროტასევიჩი ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ტერორისტების სიაში შეიყვანა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
აქტივისტის დაკავებაზე ლიეტუვამ ევროკავშირსა და NATO-ს რეაგირებისკენ მოუწოდა, გერმანიამ კი, მომხდარის დაუყოვნებელი განმარტება მოითხოვა.
ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ბელარუსის ქმედება "ყოვლად მიუღებელია".
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები