ნიკა მელიას სასამართლო დაიწყო — ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს
ფოტო: On.ge/ანა მსხალაძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო. ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, თავად მელია სხდომაზე არ დაუშვეს.
გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ დღეს დააყენებენ შუამდგომლობას მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ. ადვოკატის განმარტებით, კანონის მიხედვით, მოსამართლეს აქვს ვალდებულება, აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს არაუგვიანეს 17 აპრილისა. თუმცა ჯერ უცნობია, მოხდება თუ არა ეს დღეს.
"პატიმრობა უნდა გაუქმდეს და ნიკა მელიას მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღოისძიება, მათ შორის, არც გირაო, ვიაიდან, რისკი ნიკა მელიას მიმალვის ან მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის არ არსებობს", — აცხადებს კონდახიშვილი.
ამასთან, მისი განმარტებით, გამომდინარე პროკურატურის პოზიციიდან, რომ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა მათი თვითმიზანი და მზად არიან შეიცვალოს გირაოთი, მოსამართლემ ეს ღონისძიება უნდა გადასინჯოს. ადვოკატის თქმით, აღკვეთის ღონისძიება ან უნდა გაუქმდეს, ან შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით და ორივე შემთხვევაში, მელია საპატიმროს დატოვებს.
"თვითონ პროკურატურაც აღიარებს, რომ გირაოს ქვეშაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს აღკვეთის ღონისძიების მიზნები, ანუ ნიკა მელის გაქცევის საფრთხე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუკი მოსაართლე დარჩება კანონის ფარგლებში, როდესაც იმსჯელებს ამ საკითხზე, ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება არის ის, რომ გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება ან შეცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით. ორივე შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ნიკა მელიას გათავისუფლებას საპატიმრო დაწესებულებიდან", — ამბობს კონდახიშვილი.
გარდა ამისა, კონდახიშვილი ამბობს, რომ დღეს დააყენებს შუამდგომლობას ახალი მტკიცებულებების დასვების შესახებ. კერძოდ, ადვოკატის თქმით, ეს მტკიცებულებები ადასტურებს ნიკა მელიას საქმეში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების უშუალო ჩართულობასა და სახელმწიფო სტრუქტურების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მტკიცებულებების განადგურებას, რომ დაცვის მხარეს არ შეძლებოდა სასამართლოზე მათი წარდგენა.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა და "ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი". მან მიუთითა იმაზეც, რომ პროკურატურამ დაცვის მხარეს "ჯერ კიდევ 25 თებერვალს" შესთავაზა პატიმრობის გირაოთი შეცვლა.
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. მას ამ საქმისთვის შეფარდებული ჰქონდა გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება, რომელიც ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ ხელახალი გირაო მოითხოვა, თუმცა მელიამ გადახდაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ამავე საქმეზე გირაო ერთხელ უკვე გადახდილი აქვს. ენმ-ის ლიდერი აცხადებდა, რომ არ გადაიხდის და ვერ დაიჭერენ, თუმცა უწყებამ სასამართლოში მისი პატიმრობა მოითხოვა, რისთვისაც ნებართვა პარლამენტისგან სჭირდებოდა, რადგან, ბოიკოტის მიუხედავად, მელია დეპუტატია. ქართული ოცნების პარლამენტი პროკურატურას დაეთანხმა და ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა. 2020 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მელია ენმ-ის ოფისში მივიდა სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის გამო ენმ-ის ლიდერის დაკავება გადაიდო. თანამდებობის დატოვება გახარიამ სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. ახალი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნიდან რამდენიმე საათში კი, 23 თებერვალს, მელია დააკავეს, თან ისე, რომ სპეცრაზმი ენმ-ის ოფისში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან და ოთახში გამოიყენეს გაზიც.
ნიკა მელია ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება.
აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები