არ უნდა ჩავიდინოთ ასეთი სამარცხვინო საქციელი, შემოსულ ტურისტს კვერცხები დაუშინეს — ქობულია პოზნერზე
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ეკონომიკის აღსადგენად ტურიზმს უნდა მივაქციოთ ყურადღება, თავად ტურიზმიდან მაქსიმალური შემოსავლის მისაღებად კი საქართველოში შემოსულ ტურისტს კვერცხები არ უნდა დავუშინოთ.
ასე აფასებს ყოფილი მინისტრი რუსი ჟურნალისტისა და კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
"უნდა მივაქციოთ ყურადღება მაქსიმალურად ტურიზმს. პირველი არის ვაქცინაცია და მეორე არის ის, რომ, რა თქმა უნდა, არ უნდა ჩავიდინოთ ისეთი სამარცხვინო საქციელი, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოში შემოსულ ტურისტს კვერცხები დაუშინეს.
აი, ეს არის ერთ-ერთი კიდევ, ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გაგვაჩნია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ ნეგატიური ეფექტი ჩვენო ეკონომიკისთვის და კიდევ უფრო მეტი შიმშილი მოიტანოს ხალხში. თუ ასეთ რაღაცას უფრო მეტს გავაკეთებთ და ჩვენი მოსახლეობა უფრო მეტს გააკეთებს, მით უფრო დიდი რისკია იმისი, რომ ჩვენი სიღარიბე კიდევ უფრო გაიზრდება", — განაცხადა გიორგი ქობულიამ პალიტრანიუსის ეთერში.
ქობულია ფიქრობს, რომ ოკუპაციის მიუხედავად, ქართველებისა და რუსებს შორის ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება იყო და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს.
"მე არ მგონია, რომ არსებობს მტრული დამოკიდებულება საქართველოს ხალხს და რუს ხალხს შორის. ჩვენ ყოველთვის გვქონდა მეგობრული დამოკიდებულება. ზუსტად ეს იყო საამაყო აბსოლუტურად, რომ რუსი ხალხი რამდენად პოზიტიურად იყო განწყობილი საქართველოს მიმართ.
ყოველთვის, ჩვენ გვესმოდა გამოხმაურებები იმასთან დაკავშირებით რუსეთისგან, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ჩვენ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, რამდენად სტუმართმოყვარე არის ქართველი ხალხი, რამდენად კარგად იღებენ მათ. ეს მართლაც ასე იყო. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასეც გაგრძელდება", — განაცხადა ქობულიამ.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ რუსი ტურისტებისთის კვერცხების სროლა საქართველოს გეოპოლიტიკურად ვერ გააძლიერებს.
"ქმედებები, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ, უნდა იყოს მიმართული ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, არა მარტო ეკონომიკურად, არამედ გეოპოლიტიკურად. მე არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა, ჩვენ გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს, ან რამენაირად შეიტანს წვლილს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაში. არანაირად. ალბათ, უფრო ნეგატიურ წვლილს შეიტანს, დამეთანხმებით", — განაცხადა გიორგი ქობულიამ.
რუსი პროპაგანდისტი საქარველოში — ქეიფი და პროტესტი
რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.
იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მან საქართველო დატოვოს. პროტესტის მიუხედავად პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და ქვეყანაში მთავრობის დადგენილების წესების დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება კომენდანტის საათისას სოციალური ღონისძიების გამართვას, შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა, ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის ყველა სტუმარს დააჯარიმებენ.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ.
ამის შემდეგ ისინი სასტუმრო რუმსში გადავიდნენ, სადაც აქტივისტებმაც გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
ვლადიმერ პოზნერმა საქართველო 1-ელ აპრილს, გამთენიისას, დაგეგმილზე ადრე დატოვა.
ვინ არის ვლადიმერ პოზნერი
ვლადიმერ პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.
ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.
"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.
გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.
2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.
-
"მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე
გადახედვა
-
უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა
გადახედვა
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
-
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
გადახედვა
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს
-
15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა 5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა
გადახედვა
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს
გადახედვა
კომენტარები