მეწყრული პროცესი თბილისში — რა წერია სეისმური მონიტორინგის ცენტრის კვლევის შუალედურ ანგარიშში
ფოტო: Forum.ge
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე განვითარებული მეწყრული პროცესების კვლევის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. მონიტორინგი მოიცავს სეისმურ, გეოდეზიურ, გეოლოგიურ და გეოფიზიკურ დაკვირვებას.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ის მეთოდები, როემლიც მეწყრული სხეულის შესაფასებლად გამოიყენეს, არასაკმარისია მისი სრული მონიტორინგისა და შესაბამისად, მეწყრის მოწყვეტის შესაძლო პროგნოზირებისთვის, თუმცა მიუთითებენ, რომ მეწყრის გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზი გახდა როგორც ხელოვნური, ასევე, ბუნებრივი პირობები. კერძოდ, ხელოვნურ მიზეზად ასახაელებენ მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოების-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებულ სამუშაოებს.
"სამუშაოების დროს მოხდა ფერდობის (ამჟამინდელი მეწყრის) ძირში ღრმა სამშენებლო თხრილის გაჭრა, რის შედეგადაც ფერდობის ბუნებრივი საყრდენის ძირის ხელოვნურად მოშიშვლებულმა საერთო სიღრმემ მიაღწია დაახლოებით 15-20 მეტრს. ასევე, ხელოვნურ ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება ფერდობის დატვირთვა სამშენებლო სამუშაოებით", — ნათქვამია ანგარიშში.
ხოლო ბუნებრივ ხელშემწყობ პირობებად ჩამოთვლილია შემდეგი:
- ფერდობის და ამგები ქანების შრეების თანხვედრი დაქანება;
- ტერიტორიაზე არსებული მეორეხარისხოვანი ტექტონიკური ნასხლეტი ტიპის რღვევები;
- ზედაპირთან ახლოს, საშუალოდ, 5-10 მეტრ სიღრმეზე ამგები ქანების გამოფიტვა.
რაც შეეხება მეწყრის პარამეტრებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ:
- ხილული ფართობი არის — 50 000 მ2;
- სავარაუდო სიღრმე — 9-18 მ;
- დაძრული მეწყრული სხეულის ხილული სავარაუდო მოცულობა — 800 000 მ3.
შუალედური კვლევის შედეგების თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ მეწყრის უბანში ფერდობის და ამგები ქანების დახრილობა დიდი არ არის მეწყერი, სავარაუდოა, რომ გადაადგილების შედარებით მცირე სიჩქარეს შეინარჩუნებს.
"ამჟამინდელი მონაცემებით ფერდობიდან ნაპრალით გამოყოფილი ბლოკის სხვადასხვა უბანი ფერდობიდან სხვადასხვა სიჩქარით და მიმართულებით გადაადგილდება. კერძოდ, გეოდეზიური და აეროფოტოგრამმეტრიული მონაცემებით გადაადგილების სიჩქარე მერყეობს 2,6-დან 5,5 სმ-მდე", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ავტორები, ასევე, გამოყოფენ, რომ მეწყრის უცაბედი დაძვრის ძირითად მაპროვოცირებელ აგენტებად ჭარბი ნალექი და მიწისძვრა განიხილება. მათი განმარტებით, ამ შემთხვევაში მეწყერი დააზიანებს მაგისტრალურ წყალსადენის მილებს, რის გამოც მაღალი წნევით მომდინარე წყალი მილებიდან დაიღვრება დამეწყრილ უბანზე და მეწყრის ამგებ ლოდნარ მასას შეერევა. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ეს მეწყრის დენას ფერდობის ქვედა მიმართულებით (გელოვანის ქუჩისკენ) გაამარტივებს და, სავარაუდოდ, ჩამოყალიბდება ღვარცოფული ნაკადი.
"მეწყრულ-ღვარცოფული აქტივობა სავარაუდოდ მოიცავს: მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანი- მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის ქუჩას, გელოვანის ქუჩას. ასევე, ზედა მეწყრის დაცურება გამოიწვევს ქვედა მეწყრის შერევას და გაზრდის დაცურებული მასის მოცულობას, რომელიც გელოვანის ქუჩამდე მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს", — წერია კვლევაში.
მკვლევარები მიუთითებენ, რომ მოწყვეტილი მასა თავისი მასშტაბით ვერეს 2015 წლის მოვლენების დროს დაძრული მასის ტოლფასია, ამიტომ აუცილებელია ყველა შესაძლო სცენარის შეფასება და პროცესების მართვა. თუმცა აცხადებენ, რომ მეწყრის მოწყვეტის პროგნოზირება რთული ამოცანაა და ის სრულყოფილი მონიტორინგის სისტემებზეა დამოკიდებული.
"ფერდის დაცურების შესაძლო პროგნოზირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი არის სხეულის გადაადგილების, სიჩქარისა და აჩქარების მონიტორინგი, რაც ჩვენს ხელთ არსებული ხელსაწყოების საშუალებით ვერ ხორციელდება. შესაბამისად, ჩვენი გუნდის ამოცანა ამჟამად, დინამიკაში მოსული სხეულის მონიტორინგი და დაძრული მასის სავარაუდო შეფასებაა, რათა მოხდეს რისკის შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დასახვა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
დასკვნის სახით ნათქვამია, რომ მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია და ინტენსიურ დეფორმაციას განიცდის. მიუხედავად ამისა, მათი შეფასებით, მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მათი თქმით, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა.
17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. ამასთან, საქართველოში მეწყერსაშიში ზონის შესასწავლად გერმანელი ექსპერტებიც ჩამოვიდნენ. 29 მარტს კი, მერიამ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე ამ ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
-
"არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია" — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე "არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია" — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე
გადახედვა
კომენტარები