ჩემი აზრით, პოზნერი შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა — ინჯია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთი ლიდერი, ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ რუსი ჟურნალისტი და კრემის პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი და მისი გარემოცვა, "შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა".
"ჩემი აზრით ის [ვლადიმირ პოზნერი] შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებები, რომელიც არის აქ, საქართველოში. მის უკან დგას რუსეთის გარკვეული წრეები. მე არა მგონია, რომ ეს 87 წლის კაცი იყოს მონაწილე, მაგრამ, იმ 50 კაცში, რომელიც მასთან ერთად ჩამოვიდა ... ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც იყო 2019 წელს. კერძოდ, მე მაქვს მხედველობაში გავრილოვი. ის გავრილოვის ღამე იყო, გუშინ იყო პოზნერის ღამე", — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინჯიამ, განსხვავებული რეგლამენტის მიუხედავად, სპეციალურად მოითხოვა სიტყვა ამ თემაზე სასაუბროდ, სცადა ერთმანეთთან დაეკავშირებინა ნაციონალური მოძრაობა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, გავრილოვისა და პოზნერის ღამეებთან.
"ამ 9-8 წლის განმავლობაში ახლანდელმა მთავრობამ შეძლო, რომ არ ყოფილიყო ომი, შეძლო უვიზო მიმოსვლა, შეძლო ასოცირების ხელშეკრულება, შეძლო თავისუფალი ვაჭრობა. ეს მათ არ აწყობდათ. აქედან გამომდინარე, ზუსტად მაგათმა მოაწყვეს ეს [ე.წ. გავრილოვის ღამე] 2019 წელს, რომ ეკონომიკურად დაზარალებულიყო საქართველო.
დღესაც, ახლა რაც მოხდა, ეს არის გაგრძელება 2008 წლის [აგვისტოს ომი], 2019 წლის და ზუსტად გაგრძელება არის დღეს, რომ ეკონომიკურად როგორმე საქართველო დაინგრეს. სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ", — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
მისი ლოგიკით, 2019 წელს, სერგეი გავრილოვის და გუშინ, პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ განვითარებული მოვლენების უკან ნაციონალური მოძრაობა დგას და ამის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის დანგრევაა.
"ვემზადებით ჩვენ ახალი სეზონისთვის — ვაჭრობაზე, ეს ტურიზმი და ეს არ აწყობთ [ნაციონალურ მოძრაობას] კვლავ. სხვა გზები იმათ უკვე არ აქვთ. იმათ უნდათ რევოლუცია. რევოლუცია მაგათ შეუძლიათ მხოლოდ ამ გზით, რომ ეკონომიურად დაანგრიონ საქართველო. თუ 2019 წელს მილიარდები, ასეულობით მილიონი დაკარგა საქართველომ, ახლა ჩვენ ამის წინ ვდგავართ, რომ კვლავ ჩავარდეს ეს სეზონი. უმძიმესი მდგომაროება შეიძლება აღმოჩნდეს და ჩვენ აქ ძაან ლოიალურად ველაპარაკებით მათ", — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
რუსი პროპაგანდისტი საქარველოში — ქეიფი და პროტესტი
რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.
იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მან საქართველო დატოვოს. პროტესტის მიუხედავად პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და ქვეყანაში მთავრობის დადგენილების წესების დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება კომენდანტის საათისას სოციალური ღონისძიების გამართვას, შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა, ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის ყველა სტუმარს დააჯარიმებენ.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ.
ამის შემდეგ ისინი სასტუმრო რუმსში გადავიდნენ, სადაც აქტივისტებმაც გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
ვლადიმერ პოზნერმა საქართველო 1-ელ აპრილს, გამთენიისას, დაგეგმილზე ადრე დატოვა.
ვინ არის ვლადიმერ პოზნერი
ვლადიმერ პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.
ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.
"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.
გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.
2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.
-
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას" ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას"
გადახედვა
-
NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები
გადახედვა
-
შიო III-მ აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა შიო III-მ აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
"ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას" — ირანის ელჩი ყაველაშვილს "ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას" — ირანის ელჩი ყაველაშვილს
გადახედვა
-
პაპუნა ლოცულაშვილმა კლინიკა "ვივამედი" დატოვა პაპუნა ლოცულაშვილმა კლინიკა "ვივამედი" დატოვა
გადახედვა
-
განათლების ხელშეწყობის ახალი შესაძლებლობები აბიტურიენტებისთვის განათლების ხელშეწყობის ახალი შესაძლებლობები აბიტურიენტებისთვის
-
გორში პოლიციელების მიერ 2 პირის ცემის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს გორში პოლიციელების მიერ 2 პირის ცემის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს
გადახედვა
-
თამარ ონიანი: პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია თამარ ონიანი: პროკურატურამ უნდა შეცვალოს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ნიკოლის დახმარებით, ჩვენ აშშ-ს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიყვანთ დონალდ ტრამპი: ნიკოლის დახმარებით, ჩვენ აშშ-ს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას უფრო მაღალ სიმაღლეზე ავიყვანთ
გადახედვა
-
"მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე
გადახედვა
-
Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე Upgaming-ის მიდგომა Talent Acquisition-ისა და Workforce-ის განვითარებაზე
-
უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან
გადახედვა
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა
გადახედვა
კომენტარები