მომავლის ჟურნალისტიკა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
ფოტო: CIU
დაფიქრებულხართ, რას სწავლობდნენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 50 წლის წინ და ახლა? რა უნარ-ჩვევები მოეთხოვებოდათ ამ პროფესიის წარმომადგენლებს ადრე და რა პროფესიები შეითავსეს თანამედროვე ჟურნალისტებმა დღეს?
თუკი 50 წლის წინ საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტს მინიმუმ 4 კაცი ამზადებდა: ჟურნალისტი, ვიდეო ოპერატორი, ხმის ოპერატორი და მემონტაჟე; დღეს ჩვენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მივეჩვიეთ, როგორ ერთვებიან ტელეფონითა და სელფის ჯოხით შეიარაღებული ქართველი თუ უცხოელი ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში; როგორ იღებენ, ამონტაჟებენ და წერენ ახალ ამბებს და შემდეგ თავადვე ავრცელებენ.
რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის? რა უნდა ისწავლონ მათ 4 წლის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებელში? ეთიკის კოდექსი? ჟურნალისტური პრინციპები? ამბის გადმოცემის ტექნიკა? იქნებ, ჟურნალისტიკის ისტორია?
როგორ უნდა განაწილდეს ჩამოთვლილი კომპონენტები ისე, რომ ჟურნალისტს შეეძლოს გამართული წერა და მეტყველება მშობლიურ ენაზე; ესმოდეს ესა თუ ის საკითხი სიღრმისეულად; იცოდეს და იცავდეს ჟურნალისტურ პრინციპებს; შეეძლოს ამბის სხარტად გადმოცემა და, ყველაფერთან ერთად, იცოდეს, როგორ მიაწოდოს ამბავი აუდიტორიას საინტერესოდ, სწრაფად და ამომწურავად?
უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, ყოველწლიურად უდიდესი გამოწვევის წინაშე დგანან: გადახედონ და განაახლონ შრომითი ბაზრისა თუ ტექნოლოგიური სიახლეების შესაბამისად კურიკულუმები, შემოიტანონ პროგრამებში ის მნიშვნელოვანი საგნები, რითაც ფეხს აუწყობენ ტექნოლოგიურ განვითარებას.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამას 10 წელზე მეტია, რაც ახორციელებს. 2019 წლიდან კი მას მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა დაემატა.
უნივერსიტეტი, რომელიც ყოველწლიურად, დაახლოებით 40 ჟურნალისტს უშვებს, აღჭურვილია საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური მულტიმედია ცენტრით. აქ მომავალი ჟურნალისტები თავად ქმნიან ახალ ამბებს: წერა, გადაღება, მონტაჟი, გადაცემის დაგეგმვა, წაყვანა და გადაღება; ფროდაქშენი; ჟურნალისა და გაზეთის დაკაბადონება და გამოცემა; რადიოგადაცემები; მულტიმედიური კონტენტი — ეს ყველაფერი CIU-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
ფოტო: CIU
აქაურობა ნამდვილ ნიუსრუმს მოგაგონებთ, სადაც რეალურ სარედაქციო რეჟიმში ყველას თავისი როლი აქვს: კორესპონდენტები, წამყვანები, რეჟისორები, პროდიუსერები, ფოტოგრაფები, ოპერატორები, მემონტაჟეები... ეს CIU მულტიმედია ცენტრია, ადგილი, სადაც მომავალი ჟურნალისტები სწავლობენ.
დოკუმენტური ფილმები, მულტიმედიური საგანმანათლებლო პროექტები, სიუჟეტები, რადიოგადაცემები, პერიოდული გამოცემები, მობილური ჟურნალისტიკა და ციფრული პროდუქცია, ასევე წარმატებული თანამშრომლობა ქვეყნის წამყვან ტელეარხებთან — ეს იმ საქმიანობის არასრული ჩამონათვალია, რასაც CIU მულტიმედია ცენტრი მომავალ სტუდენტებს სთავაზობს.
ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, ბეჭდური თუ მულტიმედიური სახელმძღვანელო მასალები, ტექნოლოგიები და, რაც ყველაზე მთავარია, პროფესურა ორიენტირებულია სტუდენტის განვითარებასა და ინტერესებზე.
"ჩემთვის, პირადად, როგორც პროგრამის ხელმძღვანელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენგან გაშვებული ჟურნალისტი იყოს კეთილსინდისიერი, ყოველთვის დაიცვას ჟურნალისტური პრინციპები, ჟურნალისტური ეთიკა, არ გაავრცელოს სიძულვილის ენა, ნებსით თუ უნებლიეთ, არ მოექცეს გავლენების ქვეშ - სწორედ ამაზე არიან ორიენტირებული ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები", — აღნიშნავს ზაზა ცოტნიაშვილი, CIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.
პრიორიტეტები ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე
"ჟურნალისტიკის პროგრამის დახვეწა დავიწყეთ იმაზე ფიქრით, თუ რა არის ყველაზე პრიორიტეტული დღეს შრომის ბაზარზე: რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს კარგ ჟურნალისტს? რა ცოდნა უნდა გამოარჩევდეს კონკურენტუნარიან ახალგაზრდას?" — გვიყვება ზაზა ცოტნიაშვილი.
ამ უნარ-ჩვევების სია კი ასე გამოიყურება: მშობლიური ენის გამართულად ფლობა უნდა იყოს ის ბაზა, რომელიც ყველა ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს. ამას გარდა, აუცილებელია აგრეთვე ციფრული მედიატექონოგიების ფლობა.
მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევით და თავისუფალ სასწავლო კურსებს. მომავალ ჟურნალისტებს შეუძლიათ, გაიარონ ის საგნები, რომელიც მათ განსაკუთრებით აინტერესებთ. რაც შეეხება მაგისტრატურას, აქ სტუდენტებს თავიდანვე შეუძლიათ, აირჩიონ მოდულები, რა სფეროშიც აპირებენ მომავალში მუშაობას: პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, აგრარული მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი.
გარდა ამისა, მომავალი ჟურნალისტები სწავლობენ ჟურნალისტიკის ისტორიას და ადგილზე ეცნობიან ისტორიულ რედაქციებს, რადიოსადგურებსა და ტელევიზიებს — იქ სადაც იწყებოდა ქართული ჟურნალისტიკა.
თანამედროვე ჟურნალისტიკა
მედიაგამოცემებთან და ტელევიზიებთან შეთანხმებით სასწავლო პროგრამას გრაფიკული დიზაინის თანამედროვე პროგრამები, ციფრული და სოციალური მედია უკვე დაემატა.
კიდევ ერთი საგანი ინტეგრირდა საბაკალავრო პროგრამაში, რომელიც თანამედროვე ჟურნალისტს უახლეს ცოდნას შესძენს — კონვერგენტული ჟურნალისტიკაა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თვლიან, რომ სასწავლო კურსი მისცემს მომავალ ჟურნალისტებს საშუალებას, ჰქონდეთ მულტიფუნქციური და ძლიერი ანალიტიკური უნარები და მომავალში დასაქმდნენ ღირსეული ანაზღაურებით.
საბოლოოდ კი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თვლიან, რომ საინტერესო, ღირებულ მედიაპროდუქტს მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი ქმნის ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებით.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები