რას ყვება ერთ-ერთი მოწმე ბასილაშვილის საქმეზე
19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის საქმის არსებითი განხილვის სხდომა ჩატარდა, სადაც მოწმეები გამოჰკითხეს. ერთ-ერთმა მოწმემ, ეკა ფირცხალაიშვილმა, რომელიც დოროყაშვილის ნათესავია, ისაუბრა სიტუაციაზე, რომელსაც თვითონ შეესწრო.
"მიმაჩნდა, რომ ზღაპრული ოჯახი ჰქონდათ და, ასე ვთქვათ, სტერეოტიპი მაგ დღის შემდეგ [გამიქრა]", — ამბობს მოწმე სასამართლოში.
ფირცხალაიშვილი დაახლოებით 2017 წლის მოვლენებს იხსენებს, როცა ბასილაშვილთან და დოროყაშვილთან სტუმრად მივიდა. ის აღნიშნავს, რომ სპორტსმენი ხშირად იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ალბათ, სულ სამჯერ ჰყავს ნანახი. ამასთან, არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორი უერთიერთობა იყო ოჯახში.
"ნეკა არასდროს საუბრობდა თავის პრობლემებზე, ყოველ შემთხვევაში ჩემთან. შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ მე ოჯახის წევრი ვარ და ზოგადად არ უნდოდა, რომ ოჯახში რაიმე თემა ყოფილი ცნობილი და განხილვის საგანი გამხდარიყო", — აღნიშნა მოწმემ.
როგორც ფირცხალაიშვილი ამბობს, ბასილაშვილთან და დოროყაშვილთან სტუმრობისას მის გარდა სახლში ბავშვი, სპორტსმენის ძმა თენგო და თენგოს ნათესავი იყვნენ. ვითარება კი მაშინ დაიძაბა, როცა ნეკა ბავშვის დასაძინებლად გავიდა.
"ნეკა ბავშვთან ერთად იყო ოთახში, ხოლო მე ნიკა, თენგო და მათი ნათესავი ვიყავით მისაღებ ოთახში. რაღაცაზე ვსაუბრობდით, თუ სწორად მახსოვს საჭმლის გამოძახებას ვაპირებდით, რაღაცებზე გავიცინეთ და ავხმაურდით. ნეკამ დაუძახა ნიკას და შეიყვანა ოთახში. ნიკა რომ გამოვიდა, გვითხრა, რომ ბავშვი ჭირვეულობს, ვერ იძინებს და იქნებ აღარ გვეხმაურა. ამ ნათქვამის შემდეგ თენგო და მისი ნათესავი ადგნენ და წასვლა დააპირეს. ნიკამ შესთავაზა, რომ იქნებ სამზარეულოში გადავსულიყავით, რომელიც ცოტა მოშორებით იყო და ხმაურს აღარ გაიგებდნენ ან ქვევით ჩასულიყვნენ და ერთად ეჭამათ. თენგომ და ბექამ დატოვეს სახლი და მახსოვს, რომ იყო კარის მიჯახუნების ხმა. არ ვიცი სპეციალურად თუ რაიმეს ნიშნად, თუ უბრალოდ ხმაურიანად დაიკეტა კარი. ამას ვერ დავაზუსტებ, რადგან უკან არ გავყოლივარ. ამის შემდეგ ნიკა შემობრუნდა, შევიდა ნელისთან ოთახში და დაიწყეს ამ თემაზე კამათი. კამათი შეიძლება შესუსტებული ნათქვამია, უფრო ხმამაღალი ლაპარაკი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ნიკას მხრიდან, ჩხუბი და ა.შ."
ეკა ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ ჩხუბის თემა ის იყო, რომ ნეკამ "თავისი საქციელით სტუმრებს წასვლა აიძულა", თუმცა ის ხსნიდა, რომ მისი მიზანი ეს არ ყოფილა.
"არა და რეალურად, მეც იგივენაირი სტუმარი ვიყავი და ჩემი მხრიდანაც შეიძლებოდა ყოფილიყო იგივე უხერხულობა და შეიძლებოდა, რომ იგივე რეაქცია მქონოდა. თუმცა სრულიად მისაღები იყო ის ფაქტი, რომ აქ ეხებოდა საქმე ბავშვის უხასიათობას, ძილის დარღვევას და არა ნეკას რაიმე "კაპრიზს", რომ ჩვენი ხმაური არ მოსწონდა [...] თუმცაღა, როგორც ჩანს, ნიკა ამ ფაქტმა ძალიან გააღიზიანა, რომ მისი სტუმრები ადგნენ და წავიდნენ".
მოწმე აღნიშნავს, რომ ყვირილის ფონზე ბავშვმა ტირილი დაიწყო, რის გამოც ოთახში შევიდა, გამოიყვანა და შედარებით შორს, სხვა ოთახში შეიყვანა, სადაც ცდილობდა მის დამშვიდებას.
"მივეცი თავს უფლება, სხვა შემთხვევაში ნამდვილად არანაირად არ ჩავერეოდი, თუ რაიმე ისეთს არ გავიგონებდი, ძალადობის კუთხით. ბავშვის ტირილზე შევედი და ბავშვი გამოვიყვანე ოთახიდან. მოვიკეტე მათი საძინებლის კარი, რა თქმა უნდა, მათი ჩხუბისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოსმენა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა და ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი".
ნელი დოროყაშვილის ნათესავი ამბობს, რომ ჩხუბი მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ბავშვი ოთახიდან გაიყვანა. ამის შემდეგ ის აღნიშნავს, რომ ნიკამ სახლი დატოვა, ნელი კი მასთან ოთახში შევიდა და უთხრა, რომ "სასწრაფოდ" მშობლების სახლში უნდა წასულიყვნენ.
"ფაქტად მახსოვს, თმა ოთახში შეკრული ჰქონდა და რომ გამოვიდა გაშლილი [იყო]. ანერვიულებული, აკანკალებული იყო, ტიროდა. მანამდეც ტიროდა ამ ახსნების პროცესში, ოღონდ არ დამინახავს შუქი [ოთახში] ჩამქრალი იყო, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა".
მოწმე ყვება, რომ დოროყაშვილის დამშვიდება და გადარწმუნებას ცდილობდა, მშობლების სახლში არ წასულიყვნენ და საქმეში ისინიც არ ჩაერიათ. იმ ღამით კი სახლში მასთან დარჩა.
"სიტუაციის შელამაზებით დავითანხმე, რომ დავრჩენილიყავი და მახსოვს, ამბობდა, რომ მობრუნდეს, რა იქნება. ანუ მე იმ მომენტშიც არ მიფიქრია ძალადობაზე და საერთოდ თავში აზრად არ მოვიდოდა ძალადობა, რადგან არანაირი მსგავსი ფაქტი მანამდე ნელისგან არ ვიცოდი.
იმ დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამს. ძალიან განერვიულებული იყო. მეც ზედმეტი კითხვებით აღარ გამიღიზიანებია. ერთადერთი ვკითხე ხშირად არის თუ არა ასეთი ფაქტი. იმდენად მშვიდ და წყნარ ადამიანად ვიცნობ ნიკას, მისი ეს მდგომარეობა ჩემთვის უჩვეულო იყო. ვკითხე, უბრალოდ, სხვა დროს თუ ხდება ხოლმე, რაზეც არ მიპასუხა. არ მინდა მაგაზე ლაპარაკიო და აღარ ჩავძიებივარ".
ეკა ფირცხალაიშვილი ყვება, რომ მეორე დილას სამსახურში წავიდა, ხოლო ნიკა ბასილაშვილი სახლში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო. საღამოს კი ვითარება მოიკითხა, რაზეც ნელი დოროყაშვილმა უთხრა, რომ ნიკას ძმას, თენგოს ბოდიში მოუხადა.
მოწმეს კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვეს, იცოდა თუ არა რატომ არ მუშაობდა ნელი დოროყაშვილი ფოტომოდელად და რატომ გაწყვიტა ერთ-ერთ სააგენტოსთან კონტრაქტი, რის გამოც ჯარიმაც გადაიხადა. ამასთან, მას ჰკითხეს თუ ფლობდა ინფორმაციას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს მუდმივად სხვა პირის თანდასწრებით ხვდებოდა. ფირცხალაიშვილმა აღნიშნა, რომ ამ კითხვებზე ინფორმაციას არ ფლობდა.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული. პროკურატურის ინფორმაციით, მან ნელი დოროყაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა 2020 წლის 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.
ჩოგბურთელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.
როგორც დაზარალებული ქალი, ნეკა დოროყაშვილი ყვება, სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა. როგორც ის ამბობს, დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არ იცის. დოროყაშვილის განმარტებით, ქონებრივი დავა არ ჰქონიათ, რადგან ეს პროცესი მანამდე დასრულდა მოლაპარაკებით.
სპორტსმენი და მისი ოჯახი ბრალდებებს უარყოფენ. ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ სასამართლოს დასრულებამდე არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შესვლასა და საქმის დეტალებზე საუბარს.
ამავე თემაზე:
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები