ახალი შესაძლებლობები ფეხბურთელებს
საერთაშორისო საფეხბურთო და საგანმანათლებლო აკადემია International Develpment Academy (IDA) 13-დან 21 წლამდე ფეხბურთის მოთამაშეებისათვის გამართავს ვებინარს, სადაც დაინტერესებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ აკადემიის პროგრამების მიმოხილვასა და შეთავაზებებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები IDA-ს წარმომადგენელს რიკ ანჯელიკოლას.
ვებინარი გაიმართება 25 მარტს, 17:00 საათზე ამერიკულ-ქართულ განათლების ცენტრ LEAF-თან თანამშრომლობით. ცენტრი ყოველწლიურად მართავს საინფორმაციო სახის შეხვედრებს, ვებინარებსა და განათლების გამოფენებს და სრულიად უფასოდ აძლევს მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალებას მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და პიდაპირი კავშირი დაამყარონ მსოფლიოს სხვადასხვა სპორტული და საგანამანათლებლო დაწესებულების, უნივერსიტეტისა და სასწავლებლის წარმომადგენელებთან.
ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ ეწვიოთ შეხვედრის ბმულს. შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე. დასწრება არის უფასო.
საერთაშორისო განვითარების აკადემიის მისიაა, გახდეს გლობალური ლიდერი, ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე სპორტსმენების განვითარებასა და გზის გაკვალვაში პროფესიონალურ სამყაროში, ან უმაღლესი განათლების სისტემაში. მომავალი სტუდენტების ოჯახებთან თანამშრომლობით, IDA უზრუნველყოფს, რომ სტუდენტმა იპოვოს ისეთი პროგრამა, რომელიც შეესაბამება მის მიზნებს, სპორტული კარიერის პროფილსა და ფინანსურ სიტუაციას. IDA-ს კამპუსები მდებარეობს ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ამერიკაში. IDA-ს აღსაზრდელებს ასევე ექნებათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების საშუალება.
IDA გთავაზობთ საზაფხულო ბანაკებს ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. ეს ბანაკები განკუთვნილია სპორტსმენებისთვის 13-18 ასაკის ფარგლებში. აკადემია სპორტსმენებს სთავაზობს მაღალი კლასის მომსახურებას, რათა მათ მიეცეთ საშუალება, რომ გააუმჯობესონ საკუთარი თამაშის ხარისხი მსოფლიო დონის მწვრთნელებთან თანამშობლობით.
საზაფხულო ბანაკი გთავაზობთ, როგორც ერთკვირიან, ასევე მრავალკვირიან პროგრამას. ბანაკი მიმდინარეობს ივნისსა და ივლისში. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ახალი თარიღების დანიშვნაც. მონაწილეებს ექნებათ ყოველდღიური სპეციალიზირებული ფიზიკური წვრთნა UEFA-ს ლიცენზირებულ მწვრთნელებთან. ბანაკის პროგრამა ასევე მოიცავს კულტურულ აქტივობებსა და გასვლით ღონისძიებებს მასპინძელ ქალაქში, სპორტულ კომპლექსებსა და სხვა საინტერესო ლოკაციებზე.
საზაფხულო ბანაკის ერთი კვირის საფასურია $1750 და მოიცავს სრული პროგრამის ღირებულებას.
აკადემის ყველა კამპუსი სტუდენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსებს სხვადასხვა მიმართულებით: ინგლისურ ენაში, სოციალურ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა და მსოფლიო ენებში, ასევე შემოთავაზებულია სხვადასხვა არჩევითი საგანი.
ფოტო: საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
IDA-ს საზაფხულო ბანაკების გარდა ასევე აქვს აკადემიური და სპორტული პროგრამები.
ესპანეთის კამპუსი მდებარეობს ქალაქ ვალენსიის ცენტრში. ის განკუთვნილია უცხოელი 15-დან 21 წლამდე სტუდენტებისათვის, რომლებიც მზად არიან განვითარდნენ, როგორც პროფესიონალურ სპორტულ კარიერაში, ასევე იყვნენ წარმატებულნი აკადემიური მოსწრებით.
დიდი ბრიტანეთის კამპუსი განკუთვნილია მხოლოდ 15-21 წლის ასაკის ბიჭებისთვის, რომლებსაც სურთ, გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები, ან ითამაშონ ფეხბურთი უნივერსიტეტის დონეზე. აკადემია ასევე უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის.
იტალიის აკადემია არის IDA-სა და ფეხბურთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (Soccer Management Institute - SMI) თანამშრომლობის შედეგი. ის მდებარეობს ქალაქ რომში და უმეტესად განკუთვნილია ნიჭიერი გოგო მოთამაშეებისთვის, 15-21 ასაკის ფარგლებში, რომელთაც სურთ ითამაშონ ფეხბურთი მაღალ დონეზე. იტალიის კამპუსი ასევე საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს სპორტის მართვის სამაგისტრო ხარისხის მოპოვება.
აკადემიის კიდევ ერთი კამპუსია ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში. ეს აკადემია მდებარეობს ბოსტონის ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო უბანში. გოგონებისა და ბიჭების ელიტარული საფეხბურთო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, მე-7 მე-12 კლასის ჩათვლით. სტუდენტები გაწევრიანდებიან ახალი ინგლისის მასშტაბით ძალიან პრესტიჟულ საფეხბურთო კლუბებში. ასევე, შემოდგომის სემესტრის ფარგლებში ითამაშებენ სხვადასხვა სკოლის ნაკრებთან.
ბოსტონის კამპუსის კიდევ ერთი მიმართულებაა რაგბი. ელიტარული პროგრამა შექმნილია საერთაშორისო სტუდენტისთვის, მე-7-მე-12 კლასის ჩათვლით, რომელთაც სჭირდებათ სპეციფიკური აკადემიური მიმართულება, რათა ინეტენსიურად შეძლონ მაღალი კლასის რაგბის თამაში. პროგრამა სპორტსმენებს წვრთნასთან ერთად IB პროგრამის კურიკულუმსაც სთავაზობს.
სრული აკადემიური და სპორტული აქტივოვების საფასურია $ 49500. (1 სემესტრი - $27000). მხოლოდ სპორტული პროგრამის ნაწილი - $40000 (1 სემესტრი - $22000).
დაესწარი საერთაშორისო განვითარების აკადემიის (IDA) ვებინარს 25 მარტს, 5 საათზე და შეიტყვე მეტი. რეგისტრაცია და დასწრება უფასოა.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები