ახალციხის იმედის კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი კვლავაც გაგრძელდება — ტიკარაძე
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკაში, სადაც მეგი ბაქრაძე მუშაობდა, ვაქცინაციის პროცესი კვლავაც გაგრძელდება. როგორც ტიკარაძე განმარტავს, იმედის კლინიკაში არის 6-საწოლიანი რეანიმაციული განყოფილება, ამიტომ, ვაქცინის გაკეთება იქ აქამდეც შეიძლებოდა და ახალი წესის მიხედვითაც შეიძლება.
"იმედის კლინიკას გააჩნია 6-საწოლიანი რეანიმაციული განყოფილება და ეს არ გახლავთ ისეთი სტაციონარი, სადაც ვაქცინაციის პროცესი არ შეიძლებოდა ყოფილიყო და იქ, ვაქცინაციის პროცესი კვლავაც გაგრძელდება", — ამბობს ტიკარაძე.
ტიკარაძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ვაქცინაციის დროს, კლინიკაში რეანიმატოლოგის ყოფნა პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, თუმცა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, პროცესი მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდეს.
"მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ დგას ვალდებულება, რომ ადგილზე იყოს რეანიმატოლოგი. შესაბამისად, საქართველოსაც, ეს ვალდებულება არ ჰქონდა.
[პროტოკოლი] ქვეყანას არ ავალდებულებს, რა თქმა უნდა, რომ მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი. თუმცა, გამონაკლისის სახით, ეს გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ", — ამბობს ტიკარაძე.
19 მარტს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვაქცინაციის პროცესი მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე გაგრძელდება. ამის მიზეზად გაბუნიამ AsztaZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ახალციხის იმედის კლინიკის ექთნის, მეგი გაბუნიას, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქციის შედეგად გარდაცვალება დაასახელა.
თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება და აქამდე ეს კორონავირუსთან არ ყოფილა დაკავშირებული. მისი თქმით, დაფიქსირებულია ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების ფაქტებიც.
როგორც ცნობილია, მეგი ბაქრაძისთვის ვაქცინის გაკეთების დროს, ახალციხის იმედის კლინიკის რეანიმატოლოგი ადგილზე არ იმყოფებოდა. იგი კლინიკაში რამდენიმე წუთის შემდეგ მივიდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ბაქრაძის მკურნალობის პროცესში არც ერთი წუთი არ დაკარგულა.
გაიგეთ მეტი:
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები