დისკრიმინაციული კომენდანტი: როცა შობა და ფეხბურთი გამონაკლისია, ნოვრუზ ბაირამი — არა
ფოტო: გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, ერთი დღით ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნაზე უარი თქვა. მსგავსი უარი თვეების წინ მიიღეს იმ რელიგიურმა კონფესიებმა, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამჯერადაც და მაშინაც მთავრობამ მიზეზად კორონავირუსის გავრცელების რისკები დაასახელა.
"კულტურულ-რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე, ხალხმრავლობიდან გამომდინარე და ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ეს შეზღუდვები უკვე მოხსნილია, მსგავს დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არაა", — განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარჩიაშვილმა.
ეს იმ ფონზე, როცა 6-7 იანვრის, მართლმადიდებელი ქრისტიანების შობის ღამეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვა მოიხსნა. იმ პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური სტატისტიკა ბევრად მაღალი იყო და შეზღუდვებიც ბევრად უფრო მკაცრი.
გამონაკლისი დაუშვეს არამხოლოდ დომინანტური რელიგიური ჯგუფისთვის, არამედ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც — 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დამსწრეებს, რომლებსაც ბილეთი ექნებათ, ე.წ. კომენდანტის საათი არ შეეხებათ.
ნოვრუზ ბაირამის შემთხვევაში მთავრობას არ დაუშვია გამონაკლისი არც ერთჯერად საშვებზე, როგორც, მაგალითად, 25 დეკემბერს, როცა რელიგიურ კონფესიებს სწორედ ეს გამოსავალი შესთავაზეს. ამ თემასთან დაკავშირებით On.ge-ს კითხვების დასმა სურდა მთავრობის წარმომადგენლებისთვის, თუმცა პრესსამსახურმა არც სატელეფონო ზარებსა და არც შეტყობინებებს არ უპასუხა. ერთჯერადი საშვის გაცემაზე ინფორმაცია არ აქვთ 144-ის ცხელ ხაზზე.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი აქტივისტი, გიულგუნ მამედლი ამბობს, რომ ნოვრუზი ეროვნული დღესასწაულია და მაშინ, როცა ფეხბურთის გულშემატკივრების გადაადგილება დაშვებულია, ნოვრუზისადმი მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულია. მამედლი ამას უთანასწორობად მიიჩნევს.
"ქართველების შემდეგ ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი ვართ, გვაქვს უფლება, რომ ჩვენს ეროვნულ დღესასწაულზე თავისუფლად ვიმოძრაოთ", — ამბობს გიულგუნი.
ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა, ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენაა. აზერბაიჯანული თემის განცხადებით, ეს ყველაფერი საღამოს საათებში სრულდება, ხოლო 21:00 საათისთვის დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა აღნიშნული რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებაში ხელს უშლით.
სწორედ ამისთვის ახალგაზრდებმა პრემიერმინისტრს შეზღუდვის მოხსნის თხოვნით მიმართეს. მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი და აქტივისტი, სამირა ბაირამოვაც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო.
სამირა ამბობს იმასაც, რომ მათი თხოვნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გადაამისამართეს, რაც მისი შეფასებით, შეურაცხმყოფელია.
"ეს იყო ჩვენი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. რელიგიური სააგენტო ვინ არის, რომ მსგავსი საკითხები განიხილოს. ნოვრუზ ბაირამი არ არის რელიგიური დღესასწაული", — აღნიშნავს სამირა.
ნოვრუზის დღესასწაულისთვის ახალგაზრდები ითხოვდნენ, რომ ე.წ. კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხსნილიყო, რადგან ამ დღეს მხოლოდ აზერბაიჯანელები არ აღნიშნავენ და სხვებსაც ეპატიჟებიან:
"ბაირამი არის ერთ-ერთი კარგი საშუალება ჩვენი უკეთესად გაცნობისთვის, უკეთესად ინტეგრაციისთვის".
ამასთან, აქტივისტის თქმით, არასწორი იქნებოდა ნოვრუზის დღესასწაულზე შეზღუდვის მოხსნა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფს შეხებოდა და დანარჩენი მოქალაქეები დისკრიმინაციულ ვითარებაში აღმოჩენილიყვნენ.
სამირა ბაირამოვა მთავრობის უარის საფუძველს ვერ ხედავს. ის ამბობს, რომ გასული წლისგან განსხვავებით, ახლა მოსახლეობა ინფორმირებულია ვირუსის შესახებ და რეგულაციების დაცვაც შეუძლია.
"ჩვენ ბავშვებს ვერ ვაიძულებთ, რომ სახლიდან არ გავიდნენ. ისინი თავის გასაკეთებელ საქმეს გააკეთებენ. ადამიანებს ვერ გავაჩერებთ, რომ ეს რიტუალი არ გააკეთო, ეს მათი ტრადიციაა, მათი ღირებულებაა, მათი ბაირამია და მიაჩნიათ, რომ ამის შესრულება მათი ვალდებულებაა", — ამბობს სამირა.
მთავრობის გადაწყვეტილებას "მიზანმიმართულ დისკრიმინაციულ პოლიტიკად" აფასებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი, ეკა ჭითანავა. მისი თქმით, ადგილი აქვს უთანასწორო მოპყრობას, რაც სისტემური პრობლემაა.
მან გაიხსენა ყოფილი ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილისა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებები შობის ღამეზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი, ხოლო საქართველო — მართლმადიდებლური ქვეყანაა.
ეკა ჭითანავს მაგალითად მოჰყავს ეროვნულ უმცირესობებისთვის საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე შეიქმნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი განცხადებით, ეს უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენასა და ინკლუზიური, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესს არსებითად აზიანებს და უკან ხევს.
არასამთავრობოები აღნიშნავენ იმასაც, რომ საბჭოს მანდატი, მიზნები და ამოცანები ამ დრომდე ბუნდოვანია, ხოლო მის შექმნაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და ადამინის უფლებათა აქტორებს ფართო მონაწილეობა არ მიუღიათ.
#მე_დიასპორა_არ_ვარ — ამ სახელწოდებით 18 მარტს პარლამენტთა ახალგაზრდების საპროტესტო აქციაც გაიმართა. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დიასპორად მოხსენიება შეურაცხმყოფელია და ისინი ქვეყნის ნაწილი არიან.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ მიზანმიმართულ დისკრიმინაციულ პოლიტიკას ახორციელებს სახელმწიფო, თუნდაც ამის მაგალითია დიასპორის კომიტეტის ბაზაზე საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რაც კარგად ჩანს ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკაში, რომ უმცირესობები არიან აღქმულნი უცხო სხეულად, ამიტომ უწოდებს მათ დიასპორას ხელისუფლება", — აღნიშნავს ჭითანავა.
ამასთან, ეკა ჭითანავა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმავე შეზღუდვების დარღვევაზე მიუთითებს, რაც თავად დააწესეს. გარდა ამისა, მისი თქმით, კრიზისების დროს ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენა აქტიურდება, რაც პანდემიისას კარგად გამოჩნდა.
წაიკითხეთ:
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომენტარები