ბათუმის საკრებულოს წევრისა და მისი სიძის კომპანიები ტენდერებიდან მილიონიან სარგებელს იღებენ — TI
ფოტო: iStock
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ცნობით, ბათუმის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის ყოფილი კომპანია ტრეიდინგ სერვისი ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს. TI-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პატარიძემ 2019 წლის იანვრიდან კომპანიის 50% წილი ბიზნესპარტნიორსა და სიძეს, გოჩა აბუსელიძეს აჩუქა, 2019-2020 წლებში ტრეიდინგ სერვისთან გაფორმებული ხელშეკრულებები კორუფციასთან დაკავშირებულ რისკებს აჩენს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაარკვია, რომ ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირის ყოფილმა კომპანიამ 2019-2020 წლებში ელექტრონულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში 228 388 ლარზე მეტი ღირებულებების ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც 143 426 ლარი ბათუმის მუნიციპალური ბაღების გაერთიანებაზე მოდის, ეს გაერთიანება კი, დებულების თანახმად, სწორედ ირაკლი პატარიძის კომისიის ზედამხედველობის ქვეშ მუშაობს — განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია სამოქმედო სფეროში კონტროლს უწევს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს. შესაბამისად, კომისია არა მხოლოდ მუნიციპალური სერვისის მიწოდების ხარისხის კონტროლს, არამედ ხარჯების მიზნობრიობას და კორუფციულ რისკებს უნდა იკვლევდეს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, ირაკლი პატარიძემ ტრეიდინგ სერვისი სიძესთან (დის ცოლი), გოჩა აბუსელიძესთან ერთად 2015 წელს დააფუძნა. გოჩა აბუსელიძე იყო პატარიძის პარტნიორი 2012 წელს დაფუძნებულ შპს Trading Service-შიც. ორივე კომპანია შემსყიდველ ორგანიზაციებს ჰიგიენისა და დასუფთავების პროდუქტებს სთავაზობდა და 2013-2018 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებისა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების შედეგად 969 297 ლარი მიიღო.
"ჯერ კიდევ 2018 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღვნიშნეთ, რომ კუთვნილი კომპანიების მიერ მიღებული შემოსავალი ირაკლი პატარიძემ 2018 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა. სწორედ ეს გახდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მისი დაჯარიმების ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ამას საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ", — აცხადებენ TI-ში.
ბათუმის საკრებულოში ირაკლი პატარიძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს, მანამდე 2016 წელს, ორგანიზაციის ცნობით, მან ქართულ ოცნებას 2 000 ლარი შესწირა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ზემოხსენებული კვლევა 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, 2019 წლის 8 იანვარს კი პატარიძემ ორივე კომპანიის (ტრეიდინგ სერვისსა და Trading Service) 50-50% წილები სიძეს, გოჩა აბუსელიძეს აჩუქა, მათგან ერთ-ერთმა კომპანია, ტრეიდინგ სერვისმა, წინა წლების მსგავსად, მუნიციპალურ შესყიდვებში მონაწილეობა განაგრძო.
"გარდა იმისა, რომ 2019-2020 წლებში ტრეიდინგ სერვისთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულების 62% (143 426 ლარი) ბათუმის ბაღების გაერთიანებაზე მოდის, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის სხვა მუნიციპალურ ა(ა)იპებთანაც: ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან, სოციალური სერვისების სააგენტოსთან, საჭადრაკო კლუბ ნონასთან, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურთან. ჯამში, ბათუმის ა(ა)იპების ხელშეკრულებებიდან კომპანიამ 2019-2020 წლებში შემოსავლის 80%-მდე მიიღო", — აღნიშნავენ TI-ში.
მათივე ცნობით, ჯამში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი პატარიძისა და მისი სიძის კომპანიებმა 2013-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 1 203 485 ლარი მიიღეს. 2014-2017 წლებში ირაკლი პატარიძე ბათუმის მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2017 წლიდან კი საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარეა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი პატარიძის კუთვნილი კომპანიები მუნიციპალური შესყიდვებიდან მნიშვნელოვან შემოსავალს იღებდნენ, მას ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული აქვს, რომ კომპანიების კუთვნილი წილებიდან შემოსავალი არ მიუღია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი პატარიძე მათი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ტრეიდინგ სერვისის მეწილე აღარ არის, კომპანიის მიერ მუნიციპალური შესყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ირაკლი პატარიძის ამჟამინდელ თანამდებობას და შესაძლო გავლენებს უკავშირდება.
ორგანიზაციას ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ირაკლი პატარიძემ ბიზნესპარტნიორ სიძეს კომპანიაში კუთვნილი წილები უსასყიდლოდ დაუთმო, რაც ფორმალური გადაფორმების შთაბეჭდილებას ტოვებს.
შესაბამისად, TI საგამოძიებო სტრუქტურებს მოუწოდებს, დაიწყონ მოკვლევა ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების მიერ წარმოებულ იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ტრეიდინგ სერვისის გამარჯვებით დასრულდა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები