შენდობისა და სინანულის წერილები — საპატრიარქოს მოთხოვნები ბიბლიური თავისუფლების წევრების "ეკლესიაში დასაბრუნებლად"
ფოტო: საპატრიარქო
მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ გირჩის ბიბლიური თავისუფლების წევრებმა "შენდობისა" და "სინანულის" წერილები უნდა დაწერონ იმისთვის, რომ "ეკლესიაში დაბრუნება" შეძლონ. გარდა ამისა, მათი "გულწრფელი სინანული" მღვდელმთავარმა უნდა დაადასტუროს, რომელიც გასცემს რეკომენდაციას ეპისკოპოსთან წარსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში საპატრიარქო მათ ჯვრისწერისა და ნათლობის უფლებას არ აძლევს და წესის აგებაზეც უარს ეუბნება.
"მღვდელმსახურმა ე.წ. "სინანულის ფურცელზე" მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. "შენდობის ფურცელი" პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად", — აცხადებენ საპატრიარქოში.
გარდა ამისა, აქვეყნებენ "სინანულისა" და "შენდობის" ფურცლების ნიმუშებს, რომელშიც წერია, რომ ხელმომწერი "აცნობიერებს დანაშაულს" და სურს დაუბრუნდეს "ეკლესიის წიაღს".
სინოდის ბოლო განჩინებით, საპატრიარქო დაუპირისპირდა გირჩის ბიბლიურ თავისუფლებას, რომელიც გასცემს სასულიერო პირის მოწმობებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად. საპატრიარქო დაიმუქრა, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ სასულიერო პირის სტატუსის მქონე პირებს ქრისტიანულ რიტუალებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემდნენ.
"შევნიშნავთ, რომ მონანიების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევაში, მათზე ვერც წესის აგება შესრულდება და მათ სახელებს ღვსმსახურებისას ეკლესია ვერ მოიხსენიებს, რადგან, ნებსით თუ უნებლიედ, თვითონ განუდგნენ მას", — წერდა სინოდი განჩინებაში.
ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახურის, ლევან ჯგერენაიას თქმით, მათი მღვდელმსახურებისთვის მართლმადიდებლურ რიტუალებში მონაწილეობის აკრძალვით სინოდმა დაადასტურა, რომ ბიბლიური თავისუფლება მართლაც რელიგიური გაერთიანებაა.
"ჩვენს მღვდელმსახურებს აშინებდნენ იმით, რომ ეს არ არის რელიგიური ორგანიზაცია და ახლა ჯარში წაგიყვანთ იძულებით. ამ მექანიზმს ბიუროკრატები ვეღარ გამოიყენებენ. ამ თვალსაზრისით, სინოდი, პრინციპში, ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ, მართლაც, რელიგიური გაერთიანება", — განაცხადა ლევან ჯგერენაიამ.
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები