"საყვედურების მოსმენას არ ვაპირებ", "ნუ აიღებთ ჩემი შემფასებლის როლს" — ტიკარაძე და გამყრელიძე On.ge-ს კითხვაზე
ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge
ჯანდაცვის მინისტრმა და NCDC-ის ხელმძღვანელმა On.ge-ს კითხვების პასუხად განაცხადეს, რომ საყვედურის მოსმენას არ აპირებენ და საქართველოს მოქალაქეები თავად შეაფასებენ, რამდენად ეფექტურად იმუშავა მათმა უწყებებმა. ეკატერინე ტიკარაძისა და ამირან გამყრელიძის გაღიზიანება გამოიწვია კითხვებმა, რა გააკეთეს მათ ანტივაქსერული კამპანიის წინააღმდეგ და რამდენად დროული იყო რეაგირება AstraZeneca-ზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ AstraZeneca-ს გამოყენების რამდენიმე ქვეყნის მიერ დროებით შეჩერება განგაშის საფუძველი არ არის, რადგან WHO-მ და ევროპის წამლის სააგენტომ თქვეს, რომ ეს ვაქცინა უსაფრთხოა. On.ge-ს კითხვაზე, როდის გაავრცელეს ამ თემაზე განცხადება და რა გააკეთეს საზოგადოებაში ეჭვების გასაფანტად, გამყრელიძე პასუხობს, რომ ინფორმაცია გაავრცელეს საერთაშორისო სამედიცინო უწყებებმა. დამაზუსტებელ კითხვაზე, რამდენმა ადამიანმა იცის საქართველოში ინგლისური, ვინ შეძლებდა ამის გაგებას და რამდენად ეფექტურად მუშაობენ უწყებები ის პასუხობს:
"ძალიან ბევრმა [იცის ინგლისური]. რამდენმა ქვეყანამ შეაჩერა? რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა ხომ. თქვენ ძალიან გთხოვთ, ნუ აიღებთ ჩემი შემფასებლის როლს. ეს შეფასება, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს NCDC და ჯანდაცვის სამინისტრო, ეს დავუტოვოთ საქართველოს მოსახლეობას".
ამავე კითხვაზე პასუხის გაცემის სურვილი გამოთქვა თავად მინისტრმაც და განაცხადა, რომ უწყებამ ინფორმაცია მიაწოდა ყველა მედიას, ვინც მათ დაუკავშირდა.
"ყველა მედიასაშუალებას, რომელიც დაუკავშირდა ჯანმრთელობის სამინისტროს, მიეწოდა ის განმარტებები, რომლებიც ჩვენ გვქონდა მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, ყველაფერი იყო თარგმნილი და მედია საშუალებებს თუ მიაქცევთ და მიადევნებთ თქვენც ყურადღებას, ნახავთ, რომ გუშინაც ვრცელდებოდა ინტენსიურად ის ინფორმაციები", — თქვა მან.
თუმცა, On.ge-ს ჟურნალისტის რეპლიკას იმის შესახებ, რომ მათი პრესსამსახური ხშირად ზარებს არ პასუხობს, ტიკარაძე ასე გამოეხმაურა:
"ახლა მე თქვენგან საყვედურების აქ მოსმენას თქვენგან ნამდვილად არ ვაპირებ. ძალიან გთხოვთ. მე არავინ არ დამიდანაშაულებია, მე, უბრალოდ, მოგიწოდეთ, რომ გაეცნოთ სხვა მედიასაშუალებებსაც".
მანვე აღნიშნა, რომ ჰქონდათ კომუნიკაცია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რამდენიმე ევროპული ქვეყნის მხრიდან AstraZeneca-ს დაბრუნების მიზეზები გაარკვიეს და საქართველოში არ არის შემოსული იმ სერიული ნომრის ვაქცინები, რომელზეც კითხვები არსებობს.
"თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოგადად მსოფლიოში უნდა შეჩერდეს AstraZeneca-თი ვაქცინაცია, რა თქმა უნდა საქართველოც შეაჩერებს. ამ ეტაპზე ეს რისკები არის გადაზღვეული და არანაირი კითხვა ამ ვაქცინის ხარისხთან, სანდოობასთან და ზიანის მიყენებასთან არ არსებობს", — განაცხადა ტიკარაძემ.
გარდა ამისა, დღეს ტიკარაძემ და გამყრელიძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს. ამ დრომდე უწყებებს არ უწარმოებიათ აქტიური კამპანია ვაქცინის პოპულარიზაციისთვის და აცხადებენ, რომ ახლა აპირებენ "გააქტიურებას".
On.ge-ს კითხვაზე, რა გააკეთეს ანტივაქსერული მოწოდებების წინააღმდეგ, ჩატარდა თუ არა რაიმე კამპანია, თუ ეს მხოლოდ საჯარო გამოსვლები და ბრიფინგები იყო ამირან გამყრელიძე პასუხობს:
"ვაქცინაცია გახლავთ კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი. საქართველო ბოლო 7 წლის განმავლობაში დანერგა 4 ახალი ვაქცინა და ეს არი მეხუთე, რომელიც ინერგება. ნებისმიერი ვაქცინის დანერგვის პერიოდში მიმდინარეობს სერიოზული საკომუნიკაციო კამპანია. თვითონ 1 წლის განმავლობაში ნებისმიერ ყველა გამოსვლაში საუბარია ბრიფინგებზე, სხვა გამოსვლებში, თუ რას ნიშნავს ვაქცინა, რას აკეთებს ვაქცინა, როგორ იცავს ის ადამიანის ჯანმრთელობას და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს კამპანია მუდმივად მიმდინარეობს. ახლა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება ეს კამპანია.
სამედიცინო პერსონალმა საკმაოდ კარგად იცის ის სიკეთე, რაც მოაქვს ვაქცინაციას. დღეს უკვე აცრილია სამას მილიონზე მეტი ადამიანი [მსოფლიოში] და არცერთი ლეტალური შედეგი ვაქცინის შემდეგ არ არის გამოტანილი, მაშინ, როცა 120 მილიონი ადამიანი დაავადდა და სამწუხაროდ, 2,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა", — განაცხადა გამყრელიძემ.
AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში დღეს დილით ჩამოიტანეს. ვაქცინაციის პროცესის დაწყება 15 მარტიდანაა დაგეგმილი
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი და რადგან ეს ვაქცინა 2 დოზით კეთდება, მეორე დოზას აცრილები გაიკეთებენ მაშინ, როცა დამატებითიც შემოვა. მისი თქმით, იციან დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად მიიღებენ მეორე დოზებს და აქვთ დასტური, რომ შემოტანა გარანტირებულად მოესწრება.
მანვე აღნიშნა, პირველ რიგში აიცრებიან ექიმები და შემდეგ რისკჯგუფები. მისივე თქმით, გადანაწილება თავდაპირველად დიდ ქალაქებში მოხდება.
თავდაპირველად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი. თუმცა, ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა.
5 მარტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში, წინასწარი ინფორმაციით, 22 მარტის კვირაში გამოიგზავნება.
გარდა ამისა, 2 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო Novavax-თანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები