POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის! — ლაშა ნაცვლიშვილი
ფოტო: Facebook/ლაშა ნაცვლიშვილი
POSTV-ში დაბრუნებული ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ არხი "მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის!". ამის შესახებ ტელევიზიის ხელმძღვანელმა Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, ჟურნალისტი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეა და "აქვს უპირობო ვალდებულება, გააკეთოს მკაფიო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის".
"ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები — განეიტრალდეს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და ნორმალური, დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცეს. წილი ნაყარია! POSTV ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება!", — აცხადებს ნაცვლიშვილი.
არხზე "დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით" დაბრუნების შესახებ ნაცვლიშვილმა ინფორმაცია 21 თებერვალს გაავრცელა.
POSTV პროსამთავრობო, ანტიდასავლური მედიაა, რომლის ნაწილს შალვა რამიშვილი ფლობს. ხელისუფლებასთან აფილირებული ტელევიზია 2018 წლიდან მაუწყებლობს. ნაცვლიშვილი აქ მანამდეც მუშაობდა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო წილის მფლობელიც. თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთის ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად გადაინაცვლა. პოსტივის კიდევ ერთი მთავარი სახე, მფლობელი და წამყვანი შალვა რამიშვილი ხშირად ესხმის თავს კრიტიკულ მედიაგამოცემებს, სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციურ პარტიებს და არ მალავს, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერია. 2005 წელს შალვა რამიშვილი $100 000-ის გამოძალვის ბრალდებით დაკავეს. 2018 წელს კი დამნაშავედ ცნეს თანამშრომლის, თათია სამხარაძის სექსუალურ შევიწროებაში. ამის მიუხედავად, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღიად გამოუხატავს სიმპატია მის მიმართ.
გარდა ამისა, DFRLab-მა აღმოაჩინა არაავთენტური ქსელი, რომელიც ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი პოლიტიკური პარტიის, ქართული მარშისა და პროსახელისუფლებო მედიაპლატფორმის, პოსტივის კონტენტის გასავრცელებლად გამოიყენებოდა. ქსელი გასართობი და შოპინგის პლატფორმების სახელით იყო შენიღბული და 30 ფეისბუქ ჯგუფს, 30 ფეიჯსა და 10 პერსონალურ ანგარიშს მოიცავდა.
ამ ეტაპზე POSTV-ის ოფიციალურად 6 თანამფლობელი ჰყავს: ნუგზარ რუხაძე (16%), ზვიად ბლიაძე (16%), შალვა რამიშვილი (24%), ანა შენგელია (8%), ვახტანგ კომახიძე (8%), თემურ ჭარელაშვილი (28%).
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები