დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები POSTV-ის ხელმძღვანელად — ნაცვლიშვილი
ფოტო: Facebook/ლაშა ნაცვლიშვილი
ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ POSTV-ში ხელმძღვანელად ბრუნდება. მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.
"დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები "პოსტივის" ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელივიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!", — წერს ნაცვლიშვილი.
POSTV პროსამთავრობო, ანტიდასავლური მედიაა, რომლის ნაწილს შალვა რამიშვილი ფლობს. ხელისუფლებასთან აფილირებული ტელევიზია 2018 წლიდან მაუწყებლობს. ნაცვლიშვილი აქ მანამდეც მუშაობდა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო წილის მფლობელიც. თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთის ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად გადაინაცვლა. პოსტივის კიდევ ერთი მთავარი სახე, მფლობელი და წამყვანი შალვა რამიშვილი ხშირად ესხმის თავს კრიტიკულ მედიაგამოცემებს, სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციურ პარტიებს და არ მალავს, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერია. 2005 წელს შალვა რამიშვილი $100 000-ის გამოძალვის ბრალდებით დაკავეს. 2018 წელს კი დამნაშავედ ცნეს თანამშრომლის, თათია სამხარაძის სექსუალურ შევიწროებაში. ამის მიუხედავად, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღიად გამოუხატავს სიმპატია მის მიმართ.
გარდა ამისა, DFRLab-მა აღმოაჩინა არაავთენტური ქსელი, რომელიც ულტრანაციონალისტური, ძალადობრივი პოლიტიკური პარტიის, ქართული მარშისა და პროსახელისუფლებო მედიაპლატფორმის, პოსტივის კონტენტის გასავრცელებლად გამოიყენებოდა. ქსელი გასართობი და შოპინგის პლატფორმების სახელით იყო შენიღბული და 30 ფეისბუქ ჯგუფს, 30 ფეიჯსა და 10 პერსონალურ ანგარიშს მოიცავდა.
ამ ეტაპზე POSTV-ის ოფიციალურად 6 თანამფლობელი ჰყავს: ნუგზარ რუხაძე (16%), ზვიად ბლიაძე (16%), შალვა რამიშვილი (24%), ანა შენგელია (8%), ვახტანგ კომახიძე (8%), თემურ ჭარელაშვილი (28%).
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები