სერგეენკო: ფსიქიატრიული კლინიკების დაფინანსება არ შემცირდა, შეიცვალა მეთოდოლოგია
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ფსიქიატრიულ კლინიკებს შეეხო დამატებითი განმარტებები გააკეთა. სერგეენკოს თქმით, ფსიქიკური პრობლემების მქონე კლინიკების დაფინანსების ბიუჯეტი არ შემცირებულა, არამედ მოხდა დაფინანსების მეთოდოლოგიის ცვლილება. მინისტრი განმარტავს, თუ „რა მოხდა ამ აჟიტირებული მოვლენების უკან“:
„მწვავე შემთხვევების მართვის დროს, როდესაც პაციენტს აქვს მწვავე ფსიქოზი, ასეთი შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ის საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ არც თუ იშვიათ შემთხვევაში მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე. ის ამ ერთი თვის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ შედიოდა იგივე, ან სხვა კლინიკაში იმისთვის, რომ ამ კლინიკებს გამოეწერათ ზედმეტი თანხა და ამას აკეთებდნენ პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე. მწვავე ფსიქოზის დროს პაციენტს განსაკუთრებული მოვლა და მკურნალობა სჭირდება.“
სერგეენკოს შეფასებით, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ სამინისტრო წინააღმდეგია საერთაშორისოდ მიღებული მეთოდების. მისივე თქმით, ამის უკან იმ კლინიკების ინტერესები დგას, რომლებიც ამ დღეებში ყველაზე მეტს ხმაურობენ. სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო მზადაა თანამშრომლობისთვის და პროგრამაში შესაძლოა ცვლილებებიც შევიდეს:
„გამოიკვეთა სამი ჯგუფი: ერთი - რომლებიც გულწრფელად გულშემატკივრობენ პაციენტებს, თუმცა, არ არიან ყველა დეტალში ჩახედული, მეორე, რომელთაც ამოძრავებთ გარკვეული ხეირი. მესამე - პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები. რაც შეეხება საკუთრივ პროგრამას, რომელიც 2017 წელს არის დამტკიცებული - ჯანდაცვის ნებისმიერ პროგრამაში არ არის დოგმატური ფინალი, რომ ამით მთავრდება და ცვლილება არ შევა. ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის. ის ცვლილებები, რაც გატარდა იყო მხოლოდ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ცვლილებები არ იქნება ბოლო. რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ როგორც არასამთავრობო, ასევე პროფესიულ ორგანიზაციებთან.“
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები