მიხეილ სააკაშვილი

31 Oct. 2020, 20:53

თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი. თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვარ მზად ბოლომდე დავუპირისპირდე. მე მზად ვარ, თუ ისინი წავლენ რაღაც დარღვევებზე, ამ ბრძოლაში ფიზიკურადაც ჩემი ყოფნით ბოლომდე ჩავერთო. მაგრამ არ ვირჩევ არავის კონფრონტაციას, ჩვენ ყველანი ვართ ერთი ერის შვილები, ჩავატაროთ მშვიდობიანი გადაცემა პროცესის, მათ გავლილი აქვთ ჩვენთან, როგორ გამოიყურება ეს. ეს გამოიყურება მშვიდად წყნარად, მზად ვართ კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ. გარანტიას ვაძლევთ, რომ არანაირი რეპრესიები არ იქნება არც ერთი წინა მთავრობის წევრის მიმართ, მით უმეტეს, საჯარო მოხელეებს საერთოდ არავინ შეეხება. ჩვენ გვინდა ჩვენი სახელმწიფოს გაგრძელება, ჩვენ გვინდა გადასვლა მშვიდობიანი, წყნარი მუშაობა და გადასვლა კრიზისიდან. უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომავალზე და არა წარსულ გარჩევებზე.

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, ამავე არხის ეთერში გააკეთა. ტელეკომპანიის კვლევით, ქართულმა ოცნებამ არჩევნებში 41% მიიღო, გაერთიანებული ოოზიცია — ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ კი 33%.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური…