ქართული ოცნება არჩევნების დროს "კოვიდ კარუსელს" გამოყენებას გეგმავს — ლელო
ფოტო: ლელო
ლელოს ლიდერებმა და ჯანდაცვის ჯგუფის სპეციალისტებმა ბრიფინგი გამართეს სადაც პანდემიის მართვაზე და სხვა სამედიცინო თუ პოლიტიკური საკითხებზე იმსჯელეს.
პარტიის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის თქმით, საქართველოში ეპიდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. მისივე თქმით, ქართული ოცნება ყველა ხერხით ცდილობს, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე.
"თუ ამ არჩევნებზე 2 მილიონზე ნაკლები ამომრჩეველი მოვა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლებისა და ცესკოს პასუხისმგებლობა. ეს ორი სუბიექტია, ვინც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს არჩევნების დროს ვითარების მართვა. ასეთ პირობებში მთავრობა, ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ღონისძიებებს ატარებდეს, მხოლოდ აანონსებს, რომ ყოველდღიური დაინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება 5 000-მდე და გვაშინებს იმით, რომ ე.წ. პიკს ველოდებით ნოემბრის მეორე ნახევარში. სრულად მოშლილია მოსახლეობის ინფორმირების სისტემა. მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება არჩევნებში მონაწილეობის მიღება", — აცხადებს კობერიძე.
კობერიძე, ასევე, აღნიშნავს, რომ ცესკომ და ხელისუფლებამ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ დაინფიცირებული მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება დაცული დაცული იყოს არჩევნებზე.
"ამ ყველაფერზე ახლა ვსაუბრობთ, რადგან მთავრობა დაინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად არაფერს აკეთებს. ლელო კი, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პარტია, ყველანაირად შეუწყობს ხელს მსურველებს, მივიდნენ არჩევნებზე, მათი ხმა არ დაიკარგოს და მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, რომ თავიანთ მომხრეებს მიაწოდონ ინფორმაცია, რადგან ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ჩვენ ყველამ ერთად, ოპოზიციურმა პარტიებმა, უნდა ვიმსჯელოთ არა მხოლოდ არჩევნების სრულფასოვნად ჩასატარებლად, არამედ კოვიდპანდემიის მართვისთვის, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება", — განაცხადა კობერიძემ.
ქვეყანაში კოვიდპანდემიით დაავადებულთა ზრდაზე ისაუბრა ლელოს ჯანდაცვის ჯგუფის წევრმა ვატო სურგულაძემ. როგორც სურგულაძე განმარტავს, პანდემიის პირობებში ვერ ხორციელდება პაციენტების საავადმყოფოში დროული გადაყვანა და განთავსება, ასევე, გვიანდება დიაგნოზის დროული დასმა, რაც იწვევს გართულებული შემთხვევების და სიკვდილიანობის ზრდას.
"არ ხდება არსებული სიტუაციის სრულყოფილი ანალიზი. ე.წ. წერტილოვანი დარტყმები ხორციელდება სპონტანურად და არ არის დაფუძნებული სიტუაციის რეალურად შესწავლაზე. სახელმწიფო აპირებს შეისყიდოს საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომლის კლინიკური ეფექტიანობა ჯერ არ არის ბოლომდე დასაბუთებული. 2-3 კვირაში დაიწყება სეზონური გრიპის პერიოდი, ამ მიმართულებით სახელმწიფო არ ახორციელებს აქტიურ საინფორმაციო პოლიტიკას. მათი ეს უმოქმედობა კიდევ უფრო გაართულებს არსებულ სიტუაციას, იმის გამო, რომ სეზონური გრიპი საკმაოდ რთული დაავადებაა და ხშირად მოითხოვს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანას, მაგრამ, ყველაზე ცუდია ის არის, რომ მოსახლეობაში გაჩნდა სასოწარკვეთილების და შიშის გრძნობა, რომ ის მარტო დარჩება ამ საშიშ დაავადებასთან.
მთავრობის უმოქმედობა უარყოფითად აისახება საპარლამენტო არჩევნების პროცესზე. დღეიდან დაავადებული და თვითიზოლაციაში გადასული საქართველოს მოქალაქეები ვერ მიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ამ რიცხვმა შეიძლება შეადგინოს 50 000-ზე მეტი ამომრჩეველი. ასევე, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მთავრობა არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში გამოაცხადებს ლოქდაუნს. საქართველოს შემუშავებული აქვს გეგმა და სამსაფეხურიანი მართვის სისტემა, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს არცერთი მოქალაქე ერთი წუთითაც არ დავტოვოთ მარტო კოვიდთან", — განმარტა სურგულაძემ.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები