GM PHARMA წლის ლიდერი 2019 გახდა
ფარმაცევტული კორპორაცია GM PHARMA (ჯი-ემ-პი) შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი ჯილდოს - წლის ლიდერი 2019 (Leader Of The Year) მფლობელი გახდა.
საქართველოში ფარმაცევტული სექტორის კომპანიებს შორის წლის ლიდერი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: ბრუნვა, მოგება-ზარალი, დასაქმებულთა რაოდენობა, დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება, დანახარჯები დასაქმებულებზე, სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანები.
2019 წელს ქართული ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს ექსპორტზე გატანილმა ფარმაცევტულმა პროდუქციამ პირველად გადააჭარბა საქართველოში რეალიზებულ მაჩვენებელს და თითქმის 30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ეროვნული მრეწველობისა და ზოგადად, ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.
GM PHARMA საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაციაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (მაგალითად, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.
GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული ქარხანაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტამდე. საწარმო აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარებით: BOSCH, FETTE, UHLMANN და სხვ. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის — GMP PIC/S , ხარისხის მართვის - ISO 9001:2015 და ISO 17025:2010, აშშ საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის - NSF.
GM PHARMA-სთვის 2020 წელი საიუბილეო წელია. კომპანია არსებობის 20 წლის თავზე, 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით, ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი პაციენტი მკურნალობს “GM PHARMA”-ს მედიკამენტებით საქართველოსა და საზღვარგარეთ.
რაც შეეხება ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირს, ორგანიზაცია ოპერირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და ყაზახეთში. აღნიშნული კავშირი 2004 წელს დაარსდა, საქართველოში საქმიანობას კი 2015 წლიდან ეწევა. 2017 წლიდან შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციასთან (Swiss Rating Association) პარტნიორობით ,ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა საქართველოში მოღვაწე წარმატებული კომპანიებისთვის საერთაშორისო ჯილდოს წლის ლიდერი მინიჭების უფლება მოიპოვა. არსებობის მანძილზე კავშირს ჩატარებული აქვს 50 დაჯილდოების ცერემონია და 40 ბიზნესფორუმი, მათ შორის 8 ღონისძიება საქართველოში გაიმართა და GM PHARMA უკვე მეორედ გახდა აღნიშნული პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები