ზაზა გახელაძის ოჯახს გვერდში უნდა დავუდგეთ, რომ მათ მარტო არ იგრძნონ თავი — ვაჟა გაფრინდაშვილი
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ, თავად იყო საოკუპაციო რეჟიმის პატიმარი, ამბობს, რომ ამჟამად გატაცებულ ზაზა გახელაძის ოჯახს ყველა გვერდით უნდა დაუდგეს. ამაზე მან TV პირველზე, თამარ ჩიხლაძესთან ინტერვიუში ისაუბრა:
"მე ნამდვილად მესმის ზაზას [გახელაძის] ოჯახის ამბის, ძალიან მძიმეა, მაგრამ ყველა ჩვენთაგანი აუცილებლად გვერდში უნდა დავუდგეთ, რომ მათ მარტო არ იგრძნონ თავი", ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი და ამატებს, რომ ცხინვალში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმაც უნდა იცოდნენ რომ მთელი საქართველო მათ გვერდზეა.
ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ საოკუპაციო რეჟიმმა "ზღვარი გადალახა" და საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო შეხვედრებზე მეტად გააქტიურებაა საჭირო:
"ძნელია სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის, რადგან მათ სხვადასხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინონ. გათვალისწინება, თავშეკავება, შეიძლება, იყოს რაღაც ზღვრამდე. როდესაც ეს ზღვარი გადაილახება, მოწინააღმდეგის მიერ, ალბათ საკუთარი თავის კარგად გამოჩენაზე ფიქრი აღარ შეიძლება. ეს ზღვარი გადალახულია, რა თქმა უნდა. ნებისმიერ შეხვედრაზე, სიმპოზიუმზე უნდა ითქვას: "გამარჯობა, აფხაზეთი ჩვენია, ოსეთი ჩვენია, 20 პროცენტი ოკუპირებულია, კარგად იყავით,". ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის 10, 20 კაცის საფიქრალი".
11 ივლისს კასპში ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლია გიგაურის ინფორმაციით, ის ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ რეგიონში პაციენტის სანახავად მიდიოდა. დე ფაქტო სასამართლომ მას 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა.
საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა და აშშ-ს მთავრობამ. იგი 28 დეკემბერს 48-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები