ნატო ჩხეიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის დეპუტატი, ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, ვალდებულება საზოოგადოების წინაშე ქართულმა ოცნებამ აიღო.
"ცვლილებები აუცლებელია ქვეყანაში, რადგან ამ ცვლილებების მომლოდინეა საზოგადოება და ეს ცვლილებებია სწორედ ქვეყნის სტაბილურობის გარანტი. მაგრამ ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს დღეს, რადგან ცვლილებებზე პასუხისმგებლობა და ვალდებულება აღებული იყო ქართული ოცნების მიერ და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე უნდა შეასრულოს სწორედ ქართულმა ოცნებამ", — განაცხადა ჩხეიძემ.
დღეს, 21 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრა გაიმართება. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. კანონპროექტის დასამტკიცებლად მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების შუამავლობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.
ცვლილება შეეხება საარჩევნო ბარიერსაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე პარტიას პარლამენტში მოსახვედრად მოსახლეობის 5%-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, ახალი სისტემით 1%-იანი ბარიერის გადალახვაც საკმარისი იქნება.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, ე.წ. 40%-იანი ჩამკეტის შემოღებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პარლამენტში კი მოხვდება, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.
რაც შეეხება ოლქებს, ცნობილია, რომ თბილისში 8 სამაჟორიტარო ოლქი იქნება.
საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის ივნისში პირობა გასცა, რომ ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, თუმცა ნოემბერში აღნიშნული ცვლილებები პარლამენტში თავად ქართულმა ოცნებამ ჩააგდო.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამჯერად ცვლილებებს, მათი გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება და ამტკიცებენ, რომ მათი 92 დეპუტატი ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ცნობილია, რომ ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას აპირებენ პატრიოტთა ალიანსის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატებიც.
ასევე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროპული საქართველო საარჩევნო სისტემის ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა ქართულ ოცნებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, საარჩევნო სისტემის ცვლილებები კვლავ ჩააგდოს. მისივე თქმით, ასე დარჩება მეტი დრო იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს "პოლიტიკური დევნის" ნაწილში და იმისთვის, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ შესრულდა და მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაშ რჩება. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დეპუტატი, რომ იყოს, ცვლილებებს თავად მხარს დაუჭერდა.
- რამდენადაც მე ვიცი, მე ვარ ერთადერთი დეპუტატი უმრავლესობიდან, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს — ოქრიაშვილი
- დავით ჭიჭინაძე, ალექსანდრე ერქვანია და ბიძინა გეგიძე ცვლილებებს მხარს არ უჭერენ
რა გზები არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებისთვის
საქართველოს კონსტიტუცია გადასინჯვის ორ პროცედურას ითვალისწინებს. ერთი ვარიანტის შემთხვევაში საჭიროა სულ მცირე 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მეორე შემთხვევაში აუცილებელია მინიმუმ 3/4-ის, ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა.
პირველი ვარიანტისთვის საჭიროა ორი მოწვევის პარლამენტის ჩართულობა. მოქმედმა პარლამენტმა კანონპროექტს სამჯერ უნდა დაუჭიროს მხარი, ახალმა მოწვევამ კი ერთხელ. ყველა კენჭისყრაზე კი სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერაა აუციელებელი. ასეთი ვარიანტის შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის არჩევნებისთვის ამოქმედდება, რაც ისედაც გათვალისწინებულია კონსტიტუციით.
მეორე ვარიანტის შემთხვევაში კვორუმი უფრო მაღალია. მოქმედმა პარლამენტმა პროექტს სამჯერ უნდა დაუჭიროს მხარი და ყოველ ჯერზე მინიმუმ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. ასეთ დროს პროექტი უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის ამოქმედდებოდა.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები