რა ხდება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში — ქალების სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები
ფოტო: Aleksander Avilov
მოძველებული გაიდლაინები, ექიმების არადამაკმაყოფილებელი ცოდნა, პაციენტებს შორის ძალადობის გამოვლენის პრობლემა, გინეკოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის პრობლემა — ეს ის ძირითადი მიგნებებია, რომლებზეც სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშია საუბარი. ანგარიში ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებს ეხება.
კვლევის ფარგლებში სახალხო დამცველის წარმომადგენლები 12 ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში, 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულთა პანსიონატსა და 6 სათემო ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ.
საქმე #1
ერთ-ერთი ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში გამოვლინდა ტენდენცია — პაციენტი ქალების აწეული ლიბიდოს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ სპეციფიკური პრეპარატი, რომელიც გაიდლაინებით არ არის რეკომენდებული და წარმოადგენს რამდენიმე ათეული წლის წინანდელი მეთოდის გახსენებას. მონიტორინგის პროცესში აღნიშნულ სტაციონარულ დაწესებულებაში ასევე გამოვლინდა ერთი მიმდინარე შემთხვევა, როდესაც ქალს ლიბიდოს დასაქვეითებლად აძლევენ სპეციალურ მედიკამენტს, რომელიც პაციენტის ახლობლებმა დაამზადებინეს აფთიაქში. მედიკამენტის მიცემის გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც მედდის მონათხრობიდან ირკვევა, პერსონალი დაეყრდნო მრავალი წლის წინანდელ გამოცდილებას.
ომბუდსმენი საუბრობს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე ქალის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას არ აფასებენ. მონიტორნგი არც მკურნალობის პროცესში მიმდინარეობს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებამდე ქალი შესაძლო ორსულობაზე დროულად არ მოწმდება. დაწესებულებებში ხანგრძლივი დროით მყოფი ქალებისთვის კი გინეკოლოგიური მომსახურება არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი.
საქმე #2
ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა. ამის თაობაზე სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში. პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში 2 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობის ფაქტი ვერცერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი. ჩანაწერის თანახმად, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ორსული ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალები არ არიან ჩართულნი დაავადებათა ადრეული გამოვლენის სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში, გარდა C ჰეპატიტის სკრინინგისა:
"განსაკუთრებით პრობლემურია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევების ხელმიუწვდომლობა. აივ ინფექციასა და სიფილისურ ინფექციაზე ტესტირებას არ აქვს სისტემური ხასიათი".
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სამედიცინო პერსონალის, კერძოდ, ექიმი-ფსიქიატრებისა და გინეკოლოგების ცოდნა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ფსიქოტროპული მედიკამენტების ზეგავლენისა და მათი კორექციის გზების შესახებ, არადამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, მკვეთრად დაბალია პაციენტების/ბენეფიციარების ცოდნა მათი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მათ არ აქვთ ინფორმაცია დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტების არასასურველი გვერდითი ეფექტების შესახებ, მათ შორის, წამლების ზეგავლენის შესახებ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
გარდა ამისა, გამოწვევაა დაწესებულებების ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან პაციენტთა შორის ძალადობის, მათ შორის, სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოვლენა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამედიცინო პერსონალი გულგრილად ეკიდება პაციენტების "ჩივილებს" ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით და ხშირად უგულებელყოფს კიდეც მათ.
საქმე #3
მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი პაციენტი სექსუალურად ძალადობდა სხვა პაციენტებზე, რასაც ხშირად თან ახლდა კონფლიქტი პაციენტებს შორის. დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობების და სივიწროვის გამო, პაციენტის განცალკევება ვერ ხერხდებოდა, რის შედეგადაც ზარალდებოდნენ როგორც სხვა პაციენტები, ისე სავარაუდო მოძალადე პაციენტიც, რადგან სამედიცინო პერსონალი მას ხანგრძლივი დროით აჯაჭვავდა რკინის საწოლზე. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების მიუხედავად, სადაც პაციენტი ღიად აცხადებდა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, აღნიშნულ ფაქტს ადმინისტრაცია მხოლოდ დანარჩენ პაციენტებზე ფიზიკური ძალადობის ჭრილში განიხილავდა.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ფსიქიატრიული სტაციონარების დიდი ნაწილისთვის და პანსიონატებისთვის პრობლემურია ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის მქონე იმ თანამედროვე ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა, რომლებიც ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მინიმალური არასასურველი ზეგავლენა აქვს.
ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებული ეროვნული გაიდლაინები მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ განსხვავებით საერთაშორისიოებისგან, ეროვნული გაიდლაინები არ შეიცავს სპეციალურ თავს, რომელიც უშუალოდ ქალის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას შეეხება:
"ქვეყანაში არ არის დანერგილი გზამკვლევი, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობისა და ლოგინობის ხანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალის მკურნალობასა და მოვლას. ამასთან, სამედიცინო პერსონალი მუშაობისას ნაკლებად ხელმძღვანელობს ეროვნულ გაიდლაინებში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოცემული მინიმალური რეკომენდაციებით".
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები