აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტისგან ხელმძღვანელობა კოლეგის მხარდამჭერი Facebook პოსტის უარყოფას მოითხოვს
ფოტო: აჭარის ტელევიზია
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმღვანელობა ჟურნალისტ მალხაზ რეხვიაშვილისგან Facebook-ის იმ პოსტის უარყოფს მოითხოვს, რომლითაც მან კოლეგას, თეონა თურმანიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.
საქმე ეხება აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნას ფეისბუქზე პოზიციის დაფიქსირების გამო. თავდაპირველად, თურმანიძემ ჩათვალა, რომ მას სოციალურ ქსელში ქცევის ახალი წესების გამო ედავებოდნენ, რის შესახებაც ინფორმაცია ფეისბუქით გაავრცელა. რამდენიმე დღის შემდეგ კი დაუკონკრეტეს, რომ არა ახალი წესების, არამედ ხელშეკრულებაში ჩაწერილი ერთ-ერთ პუნქტის დარღევევას ედავებიან.
როგორც On.ge-ს თეონა თურმანიძემ უთხრა, მის მსგავსად, მალხაზ რეხვიაშვილსაც არასწორი ინფორმაცია ჰქონდა და ეგონა, რომ მისი კოლეგა ეთერიდან ახალი წესების გამო ჩახსნეს, ამიტომ შესაბამისი მხარდამჭერი პოსტი დაწერა.
თურმანიძის თქმით, მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე, რეხვიაშვილისგან მოითხოვს, რომ "სიტყვები უკან წაიღოს". ჟურნალისტს მიაჩნია, რომ რეხვიაშვილის მიმართ დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს.
"რადგან ჩავთვალე, რომ ჩემზე გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ქცევის ახალი წესის გამოძახილი იყო, მალხაზმა დაწერა ჩემზე მხარდამჭერი პოსტი, სადაც თქვა, რომ ადამიანს ედავებიან ახალ წესს, თუმცა ახალი წესი აიტვირთა 20 აპრილს და მას პოსტები 11 და 14 აპრილს ჰქონდა დაწერილი.
მალხაზს ახლა დირექტორმა უთხრა, რომ შენი სიტყვები უკან წაიღე, თუ არადა ვნახავთ როგორ დასრულდება მოკვლევაო. ანუ ერთგვარი გაფრთხილება მისცა. როგორ წაიღებდა უკან, მხოლოდ ახლა გავარკვიე მე თვითონაც რას მედავებოდნენ და მალხაზს როგორ ეცოდინებოდა. მეც გუშინწინ საღამოს გავიგე, რომ მალხაზის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყეს. რომ მცოდნოდა, რომ ამას კიდევ რაღაც კუდს გამოაბამდნენ და ვიღაც დაისჯებოდა, ბუნებრივია, ამ ყველაფერს უფრო ადრეც დავწერდი", — განაცხადა თურმანიძემ.
მალხაზ რეხვიაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ მის მიმართ დისციპლინური დევნის პროცესი ჯერ არ დაწყებულა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც არხის ხელმძღვანელობამ კოლეგის მხარდამჭერ პოსტში გამოთქმული აზრის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა, მან დირექტორის სახელზე საპასუხო წერილი გააგზავნა, რომელზე პასუხიც ჯერ არ მიუღია.
როგორც რეხვიაშვილი ამბობს, მასსა და თურმანიძეს ხელშეკრულების ერთი და იმავე მუხლით ედავებიან, თუმცა მაუწყებლის მენეჯმენტის კრიტიკა ამ მუხლით აკრძალული არ არის და დაირღვა თუ არა ზნეობის საყოველთაოდ აღიარებული ნორმა, საჯარო წესრიგი ან სამართალი, სასამართლომ უნდა დაადგინოს.
თეონა თურმანიძეს ახალმა ხელმძღვანელობამ ეთერში გასვლა და რეპორტიორობის უფლება 21 აპრილს შეუწყვიტა. დირექციას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის გამოხატვამ ტელევიზიის იმიჯი დააზიანა.
თეონა თურმანიძე და მალხაზ რეხვიაშვილი იმ ჟურნალისტებს შორის არიან, ვინც ახალი დირექტორის დანიშვნას აქტიურად აპროტესტებდნენ.
ბოლო რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორი ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული ბორდის შერჩეული გიორგი კოხრეიძე გახდა, აჭარის ტელევიზიაში სიტუაცია იძაბება. თანამშრომლები დირექტორის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობად მიაჩნიათ.
კერძოდ, კოხრეიძემ უფლებამოსილება შეუმცირა თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელსაც ამ მიზეზით არხიდან წასვლა მოუწია. 19 თებერვალს კი გაუუქმა თანამდებობა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს. 28 თებერვალს მან სამსახურიდან გაათავისუფლა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი.
4 მარტს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გიორგი აბაზაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. ჟურნალისტების განცხადებით, მისი შერჩევის პროცესი გაუმჭვირვალე იყო. მათი თქმით, დირექტორს, აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა ზარგინავას ან ირინა ყურუას კანდიდატურას სთავაზობდნენ, თუმცა მათი პოზიცია ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა.
6 მარტს დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს ჟურნალისტ თეობა ბაკურიძეს. დირექტორის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტელეწამყვანი საინფორმაციო სამსახურის ახალ უფროსზე "ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია".
13 მარტს კი ბაკურიძე დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა და მიზეზად შინაგანაწესის უხეში დარღვევა დასახელა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება უსამართლოა და აპირებს ამ თემაზე დავა გააგრძელოს. სასამართლოში თეონა ბაკურიძის და აჭარის ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების უფლებებს EMC დაიცავს. ბაკურიძე ამჟამად TV პირველის ჟურნალისტია.
ამავე თემაზე:
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები