ნინო დარსაველიძე: თავისუფლება იწყება ადამიანის სხეულიდან, ეს არის რეპრესიები
ფოტო: გირჩი
გირჩის წევრი ნინო დარსაველიძე ტელეკომპანია მაესტროს ეთერში სტუმრობისას აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მათ არ დაუტოვა სხვა გზა, გარდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა, სწორედ აქედან გამომდინარეობს პარტიის ინიციატივაც, რომლის მიხედვითაც, თუ ახალ წლამდე ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება, გირჩის წევრები 31 დეკემბრის 23:59 წუთზე მარიხუანას საჯაროდ დარგავენ.
"ადამიანის თავისუფლება იწყება მისი სხეულიდან, როცა მას არ აძლევენ საშუალებას, თავად გადაწყვიტოს, რა უქნას საკუთარ სხეულს, ეს არის ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვის უმაღლესი ზომა, ეს არის რეპრესიები".
ნინო დარსაველიძის თქმით, გირჩის წევრებს გააზრებული აქვთ ის რისკი, რომლებზეც მიდიან:
"ჩვენ გათვითცნობიერებული გვაქვს ეს რისკი, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ამ მცენარის კულტივაციის გამო ადამიანის 4-დან 12 წლამდე ციხეში ჩასმას. ჩვენ ყველას გვყავს ოჯახი, ზოგს შვილები, სამეგობრო წრე, გვაქვს საყვარელი აქტივობები, თუმცა მივდივართ გათვითცნობიერებულ რისკზე, ჩვენ უკან არ დავიხევთ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ზომა არ გახდება საჭირო და მეცხრე მოწვევის პარლამენტი თავის დაპირებას შეასრულებს".
გირჩის პოლიტსაბჭოს წევრი აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილების მიზანია დღის წესრიგში რჩებოდეს ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის საკითხი:
"არანაირი ნარკოტიკი არ უნდა ისჯებოდეს, ამ შემთხვევაში მარიხუანა, იგივე კანაფი, არის უბრალოდ სიმბოლო, ჩვენ უბრალოდ ჰეროინის ვერ ვაწარმოებთ".
დღეს გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის მოთხოვნა გააჟღერა და პარლამენტს ახალ წლამდე მისცა ვადა, შეცვალოს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. გირჩი მოითხოვს, რომ ერთის მხრივ, მარიხუანას და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება გახდეს სრულად ლეგალიზებული და მეორეს მხრივ, მარიხუანის კულტივირება და შენახვა, ასევე იყოს სრულად ლეგალიზებული.
დღეს On.ge-ს ჩატარებულ 4 საათიან Live გამოკითხვაში, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა მარიხუანასთან მიმართებაში, გამოკითხულთა უმრავლესობამ, ფეისბუკის 9 758-მა მომხმარებელმა, მხარი დაუჭირა მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები