არ ვაღიარე ბრალი, ვთქვი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიყავი — ვაჟა გაფრინდაშვილი
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა თქვა, რომ მან არ აღიარა წარდგენილი ბრალი და პირვანდელ პოზიციაზე დარჩა. ამაზე მან დღეს, 28 დეკემბერს პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ვაჟა გაფრინდაშვილმა თქვა ისიც, რომ შეწყალების თხოვნა გუშინ საღამოს 7 საათზე დაწერა, თუმცა ბრალი არ უღიარებია:
"ჩემი აზრით, წელიწადი და 9 თვე მომისაჯეს არა საქციელის გამო, არამედ, იმისათვის, რასაც ვამბობდი. ჩემი პოზიცია იყო პირველივე დღიდან ის, რომ მე არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი. მე ვიცი როგორ ხდება საზღვრის გადაკვეთა... პირველივე დღესვე ვეუბნებოდი, რომ არ დამიტოვებია საქართველოს ტერიტორია, რომ მე ვიყავი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ".
ექიმი იხსნებს წერილსაც, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მიწერა შეწყალების თხოვნით:
"მე იმ წერილში მიწერია, რომ დამაკავეს ტერიტორიაზე რუსებმა, მომისაჯეს ამდენი და გთხოვთ, გამათავისუფლოთ".
ვაჟა გაფრინდაშვილმა გაიხსენა გათავისუფლების დილაც. ის ამბობს, რომ არ ელოდა ამ ყველაფერს:
"დილით დაახლოებით 10-ის 20- წუთი იყო, დაცვა შემოვიდა, ნახა ნივთებიდ ა მკითხა, ყველაფერი შენიაო? კი-მეთქი... უფროსი გეძახის და გაგიშვესო. ბარგიც არ ჩამილაგებია, იქ მყონდა რამდენიმე შოკოლადი, მიწისთხილი და რაღაცები ახალი წლისთვის. ცხადია, იქნებოდა პატარა ზეიმივით და ვფიქრობდი, საერთო სუფრაზე შევიტანდი ან თუ ადრე გამომიშვებდნენ, ვინმეს დავუტოვებდი".
ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფის სანახავად გადავიდა, თუმცა უსაფრთხოების გამო მის ვინაობას არ ამბობს:
"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რაც იყო, ესაა ჩემი ავადმყოფის ნახვა. ვერ ვიტყვი გვარს... რომ დამაკავეს იქ ვუთხარი მიზეზი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში".
ვაჟა გაფრინდაშვილი იხსნეებს, რომ პირველი ოთხი დღე მესაზღვრეების ბაზაზე, დაკავების იზოლატორში იყო, კიდევ სამ პატიმართან ერთად. შემდეგ კი იზოლატორში გადაიყვანეს. ექიმი ჰყვება, რომ განსაკუთრებული ზეწოლა და ცუდი დამოკიდებულება არ უნახავს.
დღეს, 28 დეკემბერს 48-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს. ექიმი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ოჯახთან ერთად.
ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.
საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა.
საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა და აშშ-ს მთავრობამ.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები