სასამართლოს აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატის სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო — საია
ფოტო: პირველი არხი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო. კოხრეიძემ დირექტორის არარჩევის გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოპასუხედ არა ტელევიზია, არამედ მრჩეველთა საბჭო მიუთითა.
"ცალკე აღებული მრჩეველთა საბჭო ვერ იქნება ის სუბიექტი, რომლის მიმართაც შესაძლებელია სარჩელის წარდგენა. მრჩეველთა საბჭოს ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობის უფლებამოსილებაც კი არ გააჩნია. გიორგი კოხრეიძის მოპასუხე ამ შემთხვევაში პირდაპირ სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა", — განმარტავს საია, რომელიც ამავდროულად იცავს ტელევიზიიდან გათავისუფლებული დირექტორის, ნათია კაპანაძის ინტერესებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი 24 სექტემბერს შეაჩერა. კონკურსის შეჩერების განჩინება სასამართლომ გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე გამოსცა. ის ასაჩივრებს ერთ-ერთი მრჩეველის, ბეჟან გობაძის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმას.
"ის მიიჩნევს, რომ ხმათა უმრავლესობა, მრჩეველების 2 ხმა, განმეორებით კენჭისყრაზე მან მიიღო და ბათილად უნდ გამოცხადდეს გადაწყვეტილება, კონკურსის ჩაშლის თაობაზე", — ვკითხულობთ აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე.
ბოლო მცდელობისას საბჭოს ერთმა წევრმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ერთი წევრი კი არ ესწრებოდა. შედეგად ხმები ორივე ტურში ასე გადანაწილდა: გიორგი კოხრეიძე — 2 და თინა ცისკარაძე —1. ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო დამსწრეთა ნახევარზე მეტის ხმა, ამიტომ კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
აღსანიშნია ისიც, რომ გიორგი კოხრეიძე მანამდე გამოცხადებულ ორივე კონკურსში მონაწილეობდა, მაგრამ საბჭოს არცერთ წევრს მისთვის ხმა არ ჰქონდა მიცემული.
ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში
არხის დირექტორი სამი თვეზე მეტია ვერ შეარჩიეს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ პროცესს ფარსი უწოდა და მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო პოლიტიკურად მართულობაში დაადანაშაულა.
მისივე განცხადებით, ყოფილი დირექტორის გადაყენებიდან მალევე მიუგზავნეს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ურჩევდნენ დირექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.
ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად კონკურსი მეოთხედ იყო გამოცხადებული. წინა სამ მცდელობაზე მრჩეველთა საბჭოს ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.
19 აპრილს ნათია კაპანაძის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ხუთი მრჩევლიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის პროცესი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილმა ირაკლი დარცმელიძემ და ქართული ოცნების დასახელებულმა გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დირექტორი მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაც პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და ტელევიზიაში ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.
იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.
კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა. პროცესებს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში.
ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არხი პირველად მოხვდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები