კომუნიკაციების ეროვნული კომისია NGO-ების მხრიდან რუსული არხების შეზღუდვის მოთხოვნას პასუხობს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ რამდენიმე რუსული არხის ტრანსლირება აკრძალული უნდა იყოს, განმარტავს:
"საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით ვრცელდება. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი კომისიის რეგულირების სფეროში შემოდის და ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი".
კომისიის თქმით, რეგლამენტის პირველი მუხლის ჰ2 პუნქტი დაუშვებელ პროდუქციას განმარტავს. ესენია:
- ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია.
- სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი პროდუქცია.
- პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.
- მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად აკრძალული ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა და ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თქმით, ის ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმის წარმოებას საკუთარი ინიციატივით, მესამე პირის განცხადების ან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე იწყებს. კომისიის განმარტებით, თითოეულ ადმინისტრაციულ წარმოებას საფუძვლად კონკრეტული სამართლებრივი გარემოება ედება:
"იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ხსენებული სამაუწყებლო არხების ტრანზიტის დროს ადგილი აქვს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მზადაა განიხილოს და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გაატაროს შესაბამისი ზომები, მათ შორის, შეზღუდოს შესაბამისი სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება".
დღეს, 5 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და ტელე-რადიოკომუნიაციების მარეგულიერებელი კომისიის თავჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს განცხადებით მიმართეს, რომლითაც საქართველოში რიგი რუსული არხების შეზღუდვა მოითხოვეს.
აღნიშნულმა ორგანიზაციებმა განმარტეს, რომ ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები, რომელთაგანაც ნაწილი არ გასაჯაროვდა და ნაწილი კი საზოგადოებამ საერთოდ ვერ აღიქვა რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის თავდასხმად, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს საქმე:
"აშკარააა, რომ მოახლოვებული არჩევნები და ამ არჩევნებში რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალების გააქტიურება, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანას-სახელმწიფომ თავი დაიცვას რუსული აგრესიისაგან ჰიბირდული ომის პირობებში, კიდევ უფრო საჭირბოროტოდ ხდის".
განცხადების ხელის მომწერთა შორის არიან: ბათუ ქუთელია-საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ირაკლი ტაბლიაშვილი-Georgian Review, გიორგი ტუღუში-საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ელენე ხოშტარია-საქართველოს რეფორმების ასოციაცია და სხვა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები