საუკეთესო სასტუმროს პერსონალი ქმნის — ინტერვიუ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხის გენერალურ მენეჯერთან
ფოტო: შერატონი
"საუკეთესო სასტუმროს პერსონალი ჰქმნის", — ამბობს განახლებული შერატონ გრანდ თბილისი მეტეხის გენერალური მენეჯერი, ფრედ სმიტი.
ინტერვიუს შერატონის ტერასაზე ვწერთ. ზაფხულის მცხუნვარე მზეს ხის ჩრდილში ვემალებით, გარშემო კი ძველი თბილისის შთამბეჭდავი ხედები იშლება.
ფრედ სმიტს 25-წლიანი კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო არაერთხელ უმოგზაურია და ყველა ტიპის სასტუმროსთან ჰქონია შეხება. კარიერა სამზარეულოში დაიწყო. მას მერე მსოფლიოს წამყვან რესტორნებს შეფმზარეულობდა. თბილისში აბუ დაბიდან ჩამოვიდა. ხუმრობს, რომ მისი კარიერის მსგავსად, ოჯახიც საერთაშორისო ჰყავს — სამი შვილი სამ სხვადასხვა ქვეყანაშია დაბადებული. ამბობს, რომ უცნობი სასტუმროების აღმოჩენას კარგად ნაცნობი და შეჩვეული გარემო ურჩევნია.
"გააჩნია მოგზაურობის მიზანს, ხანდახან გადამწყვეტია მხოლოდ ლოკაცია; თუკი მხოლოდ საქმეზე ჩავდივარ, მთავარია, მუშაობის დროს ხელი არ შემეშალოს. ჩემგან უცნაურია, მაგრამ ბრენდულ სასტუმროებში ხშირად ვერ მნახავთ. მირჩევნია, სხვებისთვის უცნობ, მაგრამ ჩემთვის კარგად ნაცნობ გარემოში მშვიდად და კომფორტულად ვიყო", — ამბობს ფრედ სმიტი.
მშვიდი და კომფორტული სასტუმროს დეფინიცია შერატონის გენერალური მენეჯერისთვის მარტივია — ეს ის სასტუმროა, რომლის პერსონალიც ყოველ წუთს კითხვებით არ აბეზრებს თავს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მზადაა სტუმრის დასახმარებლად და ამომწურავად პასუხობს.
ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანი და ამავე დროს რთულია. სასტუმროს პერსონალი დახელოვნებული უნდა იყოს "ადამიანის წაკითხვაში" და ხვდებოდეს, რა სჭირდება ამა თუ იმ სტუმარს. გარდა ამისა, მზრუნველობა არის მთავარი გასაღები, რომლის გარეშეც სასტუმროს ბიზნესში არაფერი გესაქმება.
"მაქსიმალურად ღია და მზრუნველი უნდა იყო სტუმრების მიმართ და არა ვალდებულების გამო, არამედ ბედნიერებას უნდა განიჭებდეს თითოეული სტუმრის ბედნიერება, უამისოდ არაფერი გამოვა", — მიიჩნევს შერატონის გენერალური მენეჯერი.
მზრუნველობა და კომუნიკაცია, კეთილი გულით ნასურვები წარმატებული დღე ან მშვიდობიანი ფრენა - ეს ისეთი რამეა, რასაც ვერ დაისწავლი, თუ თავად არ ხარ მოწადინებული ამისთვის. სასტუმროში შესულ გამოცდილ ოტელიერს პირველი არა თანამედროვე დიზაინი და მისაღები დარბაზი, არამედ კეთილი გულით ნათქვამი "დილა მშვიდობისა" ხვდება თვალში. ადამიანური ურთიერთობები ამ სფეროში ყველაზე მეტად ფასობს, სწორედ ტურიზმია ის ბიზნესი, სადაც სწორი კომუნიკაცია გადამწყვეტია.
ადამიანური ურთიერთობების შემდეგ მეორე ადგილზე მოქნილი და მარტივი დაჯავშნის და check-in/check-out-ის პროცედურაა. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ დაჯავშნის სისტემა 60-იან წლებში სწორედ შერატონმა შემოიღო და დაამკვიდრა ბაზარზე.
შერატონის გენერალური მენეჯერისთვის კარგი სასტუმროს შემდეგი მნიშვნელოვანი პუნქტი არის კომფორტი და იდეალური სისუფთავე. ნომერში შესულს სისუფთავის სურნელი, გაკრიალებული ოთახი და იდეალურად გასწორებული თეთრეული უნდა გხვდებოდეს.
"რა არის სასტუმრო? საბოლოო ჯამში, როცა ღამდება, როცა მთელი დღის შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფს დაცლა და დასვენება გსურს, მოხერხებული საწოლი და ფუმფულა ბალიში არის ერთადერთი, რაც მართლა მნიშვნელოვანია. ყველაფერი დანარჩენი მშვენიერია, მაგრამ არა - სასიცოცხლოდ აუცილებელი", — ამბობს სმიტი.
და ბოლოს, კარგი სასტუმროს შესახებ შთაბეჭდილება პირველი და ბოლო მომენტით ყალიბდება. ესაა მარტივი Check-in შესვლისთანავე და გემრიელი საუზმე და სურნელოვანი ყავა გამოსვლისას. საუზმე არის ბოლო შთაბეჭდილება და ახალი დღის დასაწყისი, რომელიც განსაზღვრავს დღეს.
"პირველი და ბოლო შთაბეჭდილება, ეს კრავს სასტუმროს შესახებ შენს დამოკიდებულებას", — ამბობს სმიტი.
სწორედ ამ ძირითად ბაზაზე დგას "შერატონის" თითქმის ერთსაუკუნოვანი ბრენდის ისტორიაც. კეთილგანწყობილი, თავდაჯერებული და საზოგადოებაზე ორიენტირებული — შერატონის სამი მთავარი ღირებულება თბილისის განახლებულ სასტუმროში კვლავ გაერთიანდა. ბრენდის ერთსაუკუნოვანი ტრადიციებითა და ღირებულებებით და სასტუმროს მდიდარი ისტორიით განახლებული შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი 1-ლი მარტიდან ისევ ეპატიჟება და აერთიანებს მსოფლიოს საქართველოს დედაქალაქში.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები