ჰოჯესი: რუსეთს სურს მისი ეშინოდეთ და მას მხოლოდ ძალის ესმის
ფოტო: კადრი ვიდეოდან / AP
გენერალ-ლეიტენანტი (გადამდგარი) ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი იყო, ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრა იმის მაგალითია თუ როგორი სახელმწიფოა რუსეთი და ეს დასავლეთს არ უნდა დაავიწყდეს. ჰოჯესი ასევე დასძენს, რომ იმისთვის, რომ საქართველომ რუსეთის ასიმეტრიულ თავდასხმებს, მათ შორის, დეზინფორმაციას და პროპაგანდას, თავი წარმატებით გაართვას, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გააძლიეროს. გენერალ ჰოჯესს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი პატარა ქვეყანაში მოკლე ომი იყო, რომელმაც საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა, გლობალურად კი დიდი გავლენა იქონია. თქვენ როგორ იხსენებთ ამ ომს?
საინტერესოა ის, რომ [ომიდან] რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ყველას შეახსენა, რომ [რუსეთი] საქართველოსაც დაესხა თავს და რომ რუსეთის ჯარისკაცები დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ეწევიან.
ფოტო: AP
მახსოვს ფორტ ბრეგიდან პენტაგონში ახალი გადასული ვიყავი. ვიცოდი ომის შესახებ, მაგრამ ის თითქოს ძალიან შორს იყო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და შავი ზღვის აუზისთვის დიდი ყურადღების მიქცევის ფონზე, ხალხმა გააცნობიერა, რომ რუსეთის ჯარი ისევ საქართველოშია.
მე ყველას მაგივრად, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დავიწყეთ უკუ-ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა, რატომ იყო რუსეთი არაკომპეტენტური, რატომ დაესხა ის თავ საქართველოს, რა ისწავლეს რუსებმა ამ გამოცდილებიდან... ასევე დავიწყეთ იმის შეფასება, თუ რა შედეგი აქვს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დღემდე ოკუპაციას. საქართველოზე ყურადღება ამ თვალსაზრისით გავამახვილე.
მე-19 საუკუნეშიც კი, ბისმარკმა თქვა, რომ რუსეთთან გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება არ არის იმ ქაღალდზე მეტად ღირებული, რომელზეც ხელშეკრულებაა დაწერილი.
მას შემდეგ, რაც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი გავხდი, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ საქართველო [რუსეთისთვის] მოუნელებელი გამხდარიყო. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ავღანეთში კოალიციის ასეთი კარგი წევრია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ სხვა ქვეყნებთან შედარებით პროპორციულად ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, არამედ იმიტომაც, რომ ეს ჩვენს მიერ დადებული პირობის ნაწილია და ის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილია.
თქვენი აზრით, რა შედეგი მოიტანა ამ ომმა?
ერთი ის, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. ამასთან, მე ყოველ ჯერზე ვამბობ ამას როცა საშუალება მეძლევა - ხალხმა უნდა გააცნობიეროს ის, თუ ვინ არის რუსეთი. მე-19 საუკუნეშიც კი, ბისმარკმა თქვა, რომ რუსეთთან გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება არ არის იმ ქაღალდზე მეტად ღირებული, რომელზეც ხელშეკრულებაა დაწერილი.
იცით, რომ რუსეთი დათანხმდა, ეგრეთწოდებულ, სარკოზის შეთანხმებას, მაგრამ დღემდე მის პირობებს არ ასრულებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან მოლაპარაკება არასდროს უნდა ვაწარმოოთ. მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ისინი მხოლოდ ძალას სცემენ პატივს და ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც მათთან მივაღწევთ უნდა შეიცავდეს აღსრულების ისეთ პროტოკოლს, რომლისაც ყველას სჯერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირობებს არ შეასრულებენ.
სარკოზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღემდე არ სრულდება - როგორც თქვენ თქვით. როგორ აფასებთ ამას უფრო გლობალურ კონტექსტში - თქვენი აზრით, დასავლეთის მხრიდან რუსეთ-საქართველოს ომის მიმართ სუსტმა ყურადღებამ წააქეზა თუ არა რუსეთის აგრესია სხვაგან?
ისინი მხოლოდ ძალას სცემენ პატივს და ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც მათთან მივაღწევთ უნდა შეიცავდეს აღსრულების ისეთ პროტოკოლს, რომლისაც ყველას სჯერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირობებს არ შეასრულებენ.
ბსოლუტურად მჯერა მაგის. ვფიქრობ, რუსები გააკვირვა იმან, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა დასავლეთს ყირიმის ანექსიის შემდეგ და იმან, რომ რუსეთის მიმართ სანქციები ჯერ ისევ ძალშია. აი, ეს არის რუსეთი და ჩვენ რეალისტურად უნდა მივუდგეთ მას.
რამდენიმე წლის წინ, როცა ჩემს მეგობარ გენერალ კაპანაძეს რამდენიმე წლის წინ პირველად შევხვდი, რუკა მაჩვენა და მითხრა, მოდი აგიხსნი რა ხდებაო. ძალიან კარგი მიმოხილვა გააკეთა შავი ზღვის რეგიონზე და იმაზე, თუ როგორ უყურებს რუსეთი ამ რეგიონს როგორც პერიფერიას და როგორ მიაჩნია, რომ ეს მისი [გავლენის] სფეროა. როცა სიტუაციას საქართველოს გადმოსახედიდან ხედავ, გეცვლება ის, თუ როგორ ფიქრობ რაღაცეებზე. დღეს ვცდილობ, დასავლეთ ევროპაში და შეერთებულ შტატებში რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავანახო ეს პერსპექტივა ისტორიული მაგალითების მოყვანით, ვაჩვენო როგორ იქცევა რუსეთი და რატომ უნდა ვიყოთ ერთად შეკრულები.
როგორ ფიქრობთ, დასავლეთს უფრო მეტის გაკეთება შეეძლო ომის თავიდან ასაცილებლად?
ომის შემდეგ ბუნებრივი ტენდენცია განიარაღებაა - ყოველ შემთხვევაში ასე ხდება ამერიკის ისტორიაში სამოქალაქო ომის შემდეგ. ომის შემდეგ ვამბობთ ხოლმე, რომ ამის გაკეთება აღარასოდეს გვინდა და რომ შედეგებს თავი უნდა გავართვათ და გავაგრძელოთ ცხოვრება.
ეს არის ტენდენცია დასავლეთში. ცივი ომი დამთავრდა, ყველა გათავისუფლდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელი ქვეყნები გახდა, კაპიტალიზმი და დემოკრატია ცოტა ხანი ყველგან იგრძნობოდა მანამ, სანამ რუსეთმა არ გადაწყვიტა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა ის, თუ მისი აზრით, სად იყო რუსეთის ადგილი მსოფლიოში.
ჩვენ ეს გამოგვრჩა. ახლა ვაზოგადებ მოვლენებს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობდით, რომ რუსეთი ჩვენი პარტნიორი იქნებოდა. იმაზე არ ვფიქრობდით, რომ რუსეთს შეეძლო ინდივიდუალურ ქვეყნებზე თავდასხმა.
ფოტო: AFP
რუსეთს არ უნდა, რომ ის უყვარდეთ - უნდა, რომ მას პატივს სცემდნენ, უნდა, რომ ქვეყნების დაშინება შეეძლოს, მაგრამ სიყვარული არ უნდა. რუსეთში კრემლს ვგულისხმობ. კრემლი არ დარდობს იმაზე, თუ რამდენად მოსწონთ რუსეთი მსოფლიოში. რუსეთი უკრაინაში სოჭის ოლიმპიადიდან ერთ კვირაში შეიჭრა და ეს მას შემდეგ, რაც მილიარდობით დოლარი დახარჯა ასეთი დიდებული ღონისძიების მოსაწყობად.
მათ შეიძლება ისიც სურდეთ, რომ რუსეთის მიმართ შიში იყოს. რუსეთის ისტორიას რომ გადახედოთ ბოლო 400 წლის მანძილზე, ნახავთ, რომ მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთობა მუშაობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიეთრობა არ უნდა გვქონდეს. ცივი ომის დროსაც კი გვქონდა კულტურული გაცვლები, სპორტული თამაშები და ასე შემდეგ.
როგორ ფიქრობთ, საქართველო რუსეთის მხრიდან ხელახალი სამხედრო საფრთხის წინაშე დღესაც დგას? თუ ფიქრობთ რომ არა, მშვენიერი. თუ ფიქრობთ რომ კი, მაშინ ისიც გვითხარით, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ ამ საფრთხის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად?
ქვეყნის შიგნით კი - თუ არსებობს კორუფცია, თუ ხალხი მთავრობას არ ენდობა, თუ მედიას საკუთარი საქმის კეთების საშუალება არ ეძლევა და თუ ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპები არ მუშაობს, რუსეთი ამას გამოიყენებს.
ჩვენ ყველა ვართ რუსეთთან, სავარაუდო, კონფლიქტის საფრთხის წინაშე. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს - იყოს კინეტიკური, კიბერ სივრცეში, იყოს თავდასხმა ჩვენს ინსტიტუტებზე. იცით რა მოხდა 2016 წელს ჩვენს არჩევნებზე. ეს ყველაფერი რუსეთისგან უწყვეტი ზეწოლის ქვეშაა. თვალები ყველას ფართოდ უნდა გვქონდეს გახელილი. აქ შვეიცარიაზე არ ვსაუბრობთ - ლაპარაკია რუსეთზე. საფრთხე ყველას გვემუქრება თუ მომზადებული არ ვართ, თუ ძლიერები არ ვართ და თუ მათ მკაფიოდ არ ვუთხარით, რომ რაღაცეები ჩვენთვის მიუღებელია.
საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავი დაიცვას. უნდა გააგრძელოს იყოს მოუნელებელი და ამის გასაკეთებლად ახლოს უნდა ითანამშრომლოს მოკავშირეებთან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში. ამაში შედის ინფორმაციის, დაზვერვის, შესაძლებლობების გაზიარება.
ქვეყნის შიგნით კი - თუ არსებობს კორუფცია, თუ ხალხი მთავრობას არ ენდობა, თუ მედიას საკუთარი საქმის კეთების საშუალება არ ეძლევა და თუ ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპები არ მუშაობს, რუსეთი ამას გამოიყენებს.
ეს თითოეული ჩვენი ქვეყნის სისუსტეა. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე თქმა, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩვენივე ხალხი ენდობა ჩვენს არჩევნებს, მედიას, სასამართლო სისტემას და რომ მთავრობა გამჭვირვალეა. როცა ეს არ ხდება, იქმნება მყიფე სიტუაცია, რომლის გამოყენებაც რუსულ დეზინფორმაციას ადვილად შეუძლია და ეს გვასუსტებს.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები