სამედიცინო ასოციაციების აზრით, ექიმებმა ფარმაკოლიოგიური გადამზადება უნდა გაიარონ
ფოტო: ნინა კოპალეიშვილი / On.ge
დღეს, 29 მარტს, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ და კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირმა ჟურნალისტებს მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს, რომლებიც მიზნად ექიმების მიერ პაციენტებისათვის მედიკამენტების არარაციონალური დანიშვნის აღმოფხვრას ისახავს. რეკომენდაციების შემუშავებისას ძირითადი აქცენტი ექიმების ფარმაკოლოგიური კუთხით გადამზადებასა და სამედიცინო დაწესებულებებში კლინიკური ფარმაკოლოგების მიერ მედიკამენტების დანიშვნის გაკონტროლების აუცილებლობაზე გაკეთდა.
როგორც კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირის ხელმძღვანელმა, რუსუდან ჯაშმა განმარტა, პოლიპრაგმაზიის ძირითადი მიზეზი საქართველოში ლიბერალური ფარმაცევტული ბაზრის არსებობა და დაურეგულირებელი სისტემაა. მისი თქმით, დღეს ფაქტობრივად არ არსებობს უწყვეტი განათლების სისტემა და მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ექიმები არა საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით, არამედ იმ ფარმაცევტული კომპანიებისგან ფლობენ, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ექიმებს თავიანთი მედიკამენტების შესახებ დადებით ინფორმაციას აწვდიან.
ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ერთი და იმავე კოპმანიის მფლობელობაში არსებული კლინიკის მიერ ამავე კომპანიის მფლობელობაში არსებული ფარმაცევტული პრეპარატების გამოწერა, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელმა, არჩილ მორჩილაძემ უპასუხა, რომ ასეთი შემთხვევები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც არის. თუმცა, მისი აზრით, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთი რეალური გამოსავალი კლინიკური მართვის პროტოკოლებია:
"ჩვენთან არ იწერება ეს პროტოკოლები. ჩვენი ასოციაციები ძირითადად ევროპიდან იღებენ მაგალითს, რომელთა მორგებაც ხდება ქართულ რეალობაზე. ვის მფლობელობაშიც არ უნდა იყოს კლინიკა, ექიმისთვის სახელმძღვანელო არის კლინიკური მართვის პროტოკოლი და როდესაც ეს დაინერგება, ბუნებრივად შემცირდება პოლიპრაგმაზია ამ კუთხით".
თუმცა, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხოლოდ გაწერილი გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესაბამისად მოქმედება საკმარისი არ არის. ჯაშის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტს რამდენიმე დაავადება ერთად აქვს, ექიმი კი, პროტოკოლის გათვალისწინებით, რამდენიმე მედიკამენტს უნიშნავს. ეს მედიკამენტები კი სხვადასხვა გვერდით ეფექტებს იწვევენ:
"3 წამლის ერთად დანიშვნა დაახლოებით 20%-მდე გვერდით ეფექტს წარმოშობს, ხოლო 5-6 პრეპარატის დანიშვნის დროს, მათ მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტების სუმარული ჯამი კი 81-დან 90%-მდეა".
ჯაში მიიჩნევს, რომ სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არის საჭირო, სამედიცინო დაწესებულებებში კლინიკური ფარმაკოლოგების მუშაობა, რომლებიც ამ პროცესს გააკონტროლებენ და მათი მოქმედების მთავარი მიზანი, პაციენტთან ინდივიდუალური მუშაობა იქნება.
შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ასევე დიდი პრობლემაა ბიოლოგიურად აქტიურ დანამატების, როგორც წამლის, სამედიცინო დოკუმენტაციაში შეტანა. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს მითი ერთმანეთისგან გამიჯვნა:
"ჩვენს ქვეყანაში მედიკამენტად რეგისტრირებულია ისეთი პრეპარატები, რომლებიც ევროპაში არ ითვლება პრეპარატად".
ჯაშმა და მორჩილაძემ ასევე განმარტეს, რომ პოლიპრაგმაზიის შემთხვევები ძირითადად პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩნდება ხოლმე, რადგან იქ ექიმი დამოუკიდებლად, მარტო მუშაობს და მას არავინ აკონტროლებს. რაც ეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ჯაშის თქმით, მას ხარისხის მართვის სამსახური და ჯანდაცვა ერთდროულად აკონტროლებენ, შესაბამისად, პოლიპრაგმაზიის შემთხვევები იქ ნაკლებად იჩენს თავს:
"პოლიპრაგმაზიის შემთხვევები ჰოსპიტალურ სექტორშიც არის, თუმცა იქ პროტოკოლები და გაიდლაინები მეტ-ნაკლებად აკონტროლებენ ამას".
შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, ექიმებმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ კლინიკური პროტოკოლები პაციენტისთვის მედიკამენტის დანიშვნის პროცესში, ყურადღება მიაქციონ მის ფასს, რადგან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერის ფასი ბევრად აღემატება ორიგინალის ფასს. რეკომენდაციების თანახმად, ასევე საჭიროა, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმს გადახედოს იმისთვის, რომ გაიმიჯნოს ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და სხვა სამკურნალო საშუალებები ერთმანეთისგან. ასოციაციის აზრით, ასევე მნიშვენლოვანია არსებობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლება და მასში ფარმაკოლოგიის როლის გაზრდა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები