გია ვოლსკი

13 Jun. 2018, 19:19

გიორგი კვირიკაშვილმა ნათლად თქვა და გუშინ თანაგუნდელებმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ ძალიან ბევრ პოზიტივთან ერთად, იყო საუბარი იმ პრობლემებზეც, რომლებიც საქართველოში მოწყვლად ჯგუფებს გააჩნიათ და გაუარესება სოციალური, რომელიც რთულად აისახა ოჯახებზე და ბავშვებზე. ეს არ იყო მხოლოდ იუნისეფის მოხსენება, როგორც უნდოდათ წარმოედგინათ, 3-4 საათი სწორედ ამ თემას მიეძღვნა ჩვენი მსჯელობა. როგორც ჩანს, ბატონმა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე, რაც შეეხება იმ ნაწილს, რაზედაც გუნდშიც გამოითქვა და პარტიის თავმჯდომარეც [ბიძინა ივანიშვილი] ახსენა მან და რასაკვირველია, მისი მხრიდანაც გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, შენიშვნები, ველოდებოდით განცხადებებს ამაზე, ანგარიშს ველოდებოდით. ვფიქრობთ, პრემიერ-მინისტრმა მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომ ჯობს წავიდეს. მე ვფიქრობ, პრემიერმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც პიროვნულად მიაჩნია სწორად ამ ვითარებაში. მართალი გითხრათ, მე ამ გადაწყვეტილებას ახლა არ ველოდი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  5. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით

ბაზისბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.…