ელენე ხოშტარია

10 Apr. 2018, 15:39

ფეხბურთის თამაშიც კარგია, შერიგებაც, ხელის ჩამორთმევაც და ზოგადად ჩხუბს თამაში ჯობია, და ბოროტებას - სიკეთე. მაგრამ სამართლის და კანონის ჩანაცვლების ხარჯზე ამის კეთება ძალიან საშიში პრეცედენტია. პასუხისმგებლობა განისაზღვროს როგორც ამას კანონი ითხოვს და მერე რა ჯობია, თუ მოძალადე გაიაზრებს პასუხისმგებლობას და უნდა ფეხბურთი ითამაშონ უნდათ დომინო. ეს სამართლებრივი ანაბანაა.

სხვათა შორის, კანონიც ითვალისწინებს ლმობიერ მიდგომას და შესაძლოა, დანაშაულის აღიარების შემთხვევაში უფრო რბილად მომისაჯონ. და ეგ ყოველთვის მიხარია, როცა ლმობიერად გამოდის ოღონდ კანონით და არა კანონის ხარჯზე, რადგან სხვა შემთხვევაში ეს ვითომ ლმობიერება მეტ ბოროტებას და ძალადობას წარმოშობს.

რაც შეეხება ადამიანურ მხარეს, აქაც, როცა დამჩაგრავენ ან უსამართლოდ მომექცევიან ბოდიში მაინც უნდა მომიხადონ და მერე მაქვს უფლება (და არა ვალდებულება) ვაპატიო და ვეთამაშო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ