Google ხარისხიან ჟურნალისტიკას წაახალისებს და მედიას ტექნოლოგიების დანერგვაში დაეხმარება
ფოტო: Shutterstoc
ფეისბუქისა და ტვიტერის მსგავსად, გუგლმაც გადაწყვიტა, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბოლო თვეების განმავლობაში, კომპანიამ არაერთ Fact-Checking ორგანიზაციასთან ითანამშრომლა, დაიწყო ახალი ამბების გამავრცელებლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ჩვენება, შექმნა სანდოობის სპეციალური ნიშნები და დეზინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციისთვის შეტყობინების ფუნქცია. მიუხედავად ამისა, კომპანია თვლის, რომ ეს ღონისძიებები არ არის საკმარისი არასწორი ინფორმაციის შესამცირებლად.
"დღეს ძალიან რთულია გაარჩიო, რა არის სიმართლე და რა სიცრუე", - ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში.
"ჟურნალისტიკის ბიზნეს მოდელები რადიკალურ იცვლება. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სხვადასხვა ინსტიტუტები, მათ შორის მედია-საშუალებები, დიდი გამოწვევის წინაშე დგანან", - ვკითხულობთ ბლოგში.
ასე რომ, იმისთვის, რათა დაწყებული პოლიტიკა ეფექტიანად გააგრძელოს, კომპანიამ Google News Initiative (GNI) წარადგინა.
GNI სამ ძირითად საკითხზე იქნება ფოკუსირები. პირველ რიგში, პლატფორმა ხარისხიანი ჟურნალისტიკის გაძლიერებასა და წინ წამოწევაზე იმუშავებს. ამასთან ერთად, მისი მიზანი იქნება ბიზნეს მოდელების განვითარება მედია ორგანიზაციებისთვის, რათა მუშაობა იყოს მომგებიანი და ბოლოს, მედია-საშუალებებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში დაეხმარება.
ხარისხიანი და სანდო ჟურნალისტიკის გასაძლიერებლად, Google-მ შექმნა Disinfo Lab-ი, რომელიც სასწრაფო ინფორმაციის გავრცელებისას და არჩევნების დროს დეზინფორმაციის ამოცნობასა და გაფილტრვაზე იმუშავებს. ეს სისტემა ჰარვარდის უნივერსიტეტის First Draft-ის პროექტთან ერთად ამუშავდება.
Google MediaWise-ის პროქტის განვითარებაზე პოინტერის ინსტიტუტთან, სტენფორდის უნივერსიტეტთან და ადგილობრივ მედია საშუალებებთანაც თანამშრომლობს. MediaWise-ის მიზანია, რომ ახალგაზრდა მომხმარებლებს მედიისა და მისი სანდოობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს და თვითშემეცნებაში ხელი შუეწყოს.
Google ამბობს, რომ ამ მიზნების განხორციელებაში კომპანია $300 მილიონის დახარჯვას აპირებს.
"მოქმედებები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პრიორიტეტი ხარისხიანი და სანდო ჟურნალისტიკაა. ჩვენ ვიცით, რომ კარგი საქმეები მხოლოდ თანამშრომლობით კეთდება, ამიტომ ვიმედოვნებთ, შევძლებთ კოლაბორაციას მედია ორგანიზაციებთან, რათა ჟურნალისტიკის ნათელი მომავალი ერთად შევქმნათ", - წერს Google.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
კომენტარები