კანონით განსაზღვრული 10 ვალდებულება, რომელიც შინაური ცხოველის პატრონს ეკისრება
ფოტო: Chendongshan/shutterstock
ჯერ კიდევ 2015 წლის 6 აპრილიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, ნებისმიერი შინაური ცხოველის პატრონს კანონისა და საკუთარი ოთხფეხა მეგობრის წინაშე გარკვეული ვალდებულებები აკისრია.
სამწუხაროდ, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების მიუხედავად, უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ იაზრებს საკუთარ პასუხიმგებლობას თავისივე შინაური ცხოველის მიმართ.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ცხოველი უზრუნველყოს უსაფრთხო საცხოვრებელი პირობებით, საკვებით და საჭიროების შემთხვევაში საჭირო სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩიოს.
შინაური ცხოველის ფლობისათვის კანონით განსაზღვრული სხვა აუცილებელი პირობებიც არსებობს და აი ისინიც:
1. პატრონის სტატუსი
ფოტო: Yuliya Evstratenko/shutterstock
ცხოველის მოვლა-პატრონობასა და გარკვეულ პასუხისმგებლობაზე საუბრის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ცხოველის პატრონის მინიმალური ასაკი. 16 წლამდე პირს ცხოველის პატრონის სტატუსი ვერ მიენიჭება, თუ არ აქვს მშობლის წერილობითი თანხმობა.
2. ცხოველისაგან მომდინარე საფრთხეები
ფოტო: Jaromir Chalabala/shutterstock
პატრონი ვალდებულია, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი ცხოველისაგან მომდინარე ნებისმიერ საფრთხეზე, რომელიც შეიძლება ნებისმიერ სხვა ცხოველს ან ადამიანს დაემუქროს. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი ოთხფეხა მეგობრის დანაშაულზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი.
3. კარგი პატრონი
ფოტო: elbud/shutterstock
საუკეთესო პატრონად ჩაითვლებით, თუ სათანადოდ იზრუნებთ თქვენი ცხოველის გამოკვებაზე, კომფორტულ ცხოვრებაზე, სათანადო ფიზიკურ დატვირთვასა და ჰიგიენაზე.
5. მეტისი
ფოტო: Yuri Kravchenko/shutterstock
საინტერესოა ისიც, რომ კანონის მიხედვით, მეტისის, ანუ ნარევი ჯიშის ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, ნებისმიერი უვნებელი მეთოდით (იგულისხმება სტერილიზაცია/კასტრაცია) მისი გამრავლების შესაძლებლობა შეწყვიტოს.
6. ძაღლების ჩხუბი
ფოტო: MarcinSl1987/shutterstock
ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ცხოველების ჩხუბები საქართველოშიც აქტუალური პრობლემაა და ისჯება კიდეც.
7. ძაღლის გასეირნება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში
ფოტო: katz/shutterstock
ძაღლის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გასეირნება (დეკორატიური ჯიშის ძაღლების გარდა) თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა 07:00 – 23:00 საათების პერიოდში მხოლოდ მოკლე საბმელით ან სპეციალური კონტეინერით არის ნებადართული.
8. მკურნალობა და პროფილაქტიკა
ფოტო: Lucky Business/shutterstock
მიუხედავად იმისა, ავადმყოფობს თუ არა თქვენი ცხოველი, წელიწადში ერთხელ მისი ვეტერინარული შემოწმება აუცილებელია. რომელიმე დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში კი სათანადო მკურნალობა უნდა უზრუნველყოთ.
9. საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება
ფოტო: Wasan J/shutterstock
თუ ძაღლის პატრონი ხართ, დღეში რამდენჯერმე მისი გასეირნება თქვენთვის უცხო არ იქნება, ასეთ დროს საზოგადოებრივი ადგილების თქვენი ცხოველის მიერ დაბინძურების შემთხვევაში ვალდებული ხართ, დაასუფთავოთ სივრცე, ამიტომ გირჩევთ, რომ პატარა ცელოფანი ყოველთვის თან იქონიოთ. გამვლელები დიდ მადლობას გეტყვიან.
10. სიყვარული და მზრუნველობა
ფოტო: Budimir Jevtic/shutterstock
ბოლოს კი, არა კანონის, არამედ ჩვენი სახელით მოგიწოდებთ, რომ გიყვარდეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრები. გახსოვდეთ, ოჯახის ახალ წევრზე პასუხისმგებლობის აღების შემდეგ, მათი ბედნიერება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული.
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა

კომენტარები