კომპანია გალფი უპრეცედენტო და მასშტაბურ კამპანიას იწყებს! Gulf Club-ის წევრების მიერ შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ონკოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოხმარდება.

2014 წლის 1 ივნისიდან დღემდე ფონდმა სიმსივნით დაავადებული 470 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ - გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთისა და აშშ-ს კლინიკებში

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია საწვავის შეძენის დროს გამოიყენოთ Gulf Club-ის ბარათი. თუ ჯერ არ ხარ კლუბის წევრი, შესაძლებლობა გეძლევათ შეუკვეთოთ ბარათი ონლაინ.

#გავერთიანდეთ ბავშვების სიცოცხლისთვის!